ახალსოფლის სკოლაში ''ბოლო ზარის'' აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა
14-06-2017
ახალსოფლის სკოლაში ''ბოლო ზარის'' აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა. 

ფერადი ბუშტებითა და ყვავილებით მორთულ საკლასო ოთახში მოსწავლეებმა სახალისო სლადშოუ წარმოადგინეს, სადაც განვლილი 12 წელი შეაჯამეს.

მოსწავლეებს სკოლის დამთავრება მიულოცეს მასწავლებლებმა და წარმატებები უსურვეს:

''გილოცავთ სკოლის დამთავრებას. დაე, თქვენი ცხოვრება წარმატებებით აღსავსე ყოფილიყოს. იმედი გვაქვს, რომ თქვენი მიღწევებით ასახელებთ მშობლიურ სკოლას და ჩვენს ქვეყანას,'' - აღნიშნეს სკოლის წარმომადგენლებმა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203