აწყურის სკოლის მოსწავლეებმა ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ბუნებისდაცვითი ღონისძიებების შესახებ საინტერესო თემები წარმოადგინეს
14-06-2017

აწყურის სკოლაში ეკოკლუბი - " მწვანე მომავალი" შეიქმნა.

კლუბის წევრმა მოსწავლეებმა კონფერენცია ჩაატარეს. 

როგორც სკოლის წარმომადგელები აღნიშნავენ, მოსწავლეებმა საინტერესო თემები წარმოადგინეს ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ბუნებისდაცვითი ღონისძიებების შესახებ:

''კონფერენციის შემდეგ ეკო კლუბმა დაიწყო წინასწარ დაგეგმილი აქცია  " სუფთა სოფელი". მოსწავლეებმა მოსახლეობას საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს და აქციაში მონაწილეობა შესთავაზეს. იმედია, სოფლის მოსახლეობა აიტაცებს ახალ იდეას და სლოგანი - "სისუფთავე შენი უბნიდან იწყება" საბოლოოდ ასეთ შედეგზე გავა: "აწყური - ყველაზე სუფთა სოფელი". მადლობა მეათე კლასის მოსწავლეებსა და გეოგრაფიის მასწავლებელს ლიანა ბარამიძეს.''

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203