შემეცნებითი სასწავლო პროექტში ''ინტელექტი'' მესტიის N2 სკოლის მოსწავლეები უკვე მეოთხედ საპრიზო ადგილების მფლობელები ხდებიან
14-06-2017

მესტიის №2 სკოლაში შემეცნებითი სასწავლო პროექტი ''ინტელექტი'' გაიმართა.

აღნიშნული პროექტი მესტიის მუნიციპალიტეტში უკვე მეოთხე წელია წარმატებით ხორციელდება. 

პროექტის მიზანია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება სწავლის მიმართ, სწავლის ხარისხის გაზრდა სასკოლო საგნებში, მოსწავლეების დაახლოება, სხარტი აზროვნების განვითარება, მოსწავლეთა თვითშეფასების გაზრდა, მათი ცოდნის რეალიზება.

პროექტ „ინტელექტის“ ორგანიზატორები არიან: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის “ასწავლე საქართველოსთვის” მონაწილე იელის სკოლის კონსულტანტ-მასწავლებლები: მამა არჩილ ბურჯანაძე, ნინო ჭიჭინაძე, ანა აბესაძე, ასევე იელის სკოლის მასწავლებლები. კონკურსის ორგანიზებასა და ჩატარებაში დიდი წვლილი მიუძღვის მესტიის №2 სკოლის ხელმძღვანელობას. პროექტის მხარდამჭერია მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობა. 

გამარჯვებული მოსწავლეები სიგელებითა და წიგნებით დაჯილდოვდნენ.

პროექტ „ინტელექტის“ ყველაზე წარმატებული მოსწავლის ტიტული წილად ხვდა მესტიის №2 სკოლის VII კლასის მოსწავლეს ნინო ხოჯელანს, რომელიც ოთხი წელია პირველობას არ თმობს. 

სულ შეჯიბრში 15 სკოლა მონაწილეობდა. 

როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, უკვე მეოთხედ აღნიშნულ პროექტში მესტიის N2 სკოლის მოსწავლეები საპრიზო ადგილების მფლობელები ხდებიან.

ნინო ხოჯელანი. მე-7 კლასი-ოთხგზის პირველი ადგილის მფლობელი.

ქრისტინა გვარლიანი. მე-9 კლასი. ზედიზედ მეორეჯერ მოიპოვა პირველი ადგილი.

ლიზი ფირცხელიანი .მე-7 კლასი. მერე ადგილი.

ელენე გვარლიანი.  მე-9 კლასი. მესამე ადგილი.

ნიკა გვარლიანი.  მე-8 კლასი.  მესამე ადგილი.

დავით რატიანი.   მე-2 კლასი. მესამე ადგილი.

ნიკოლოზ რატიანი. პირველი კლასი. მესამე ადგილი.

მესტიის N2 სკოლის დირექტორი ნატო გვარლიანი მადლობას უხდის სკოლის ყველა პედაგოგს იმ დიდი ღვაწლისთვის, რასაც ისინი მოსწავლეებისათვის აკეთებენ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203