ორი მეშვიდეკლასელი მოპედით ავტომობილს შეეჯახა - მოსწავლეების მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა
26-12-2019

დაბა ასპინძაში, ორი  მეშვიდეკლასელი მოსწავლე მოპედით მსუბუქ მანქანას შეეჯახა. შემთხვევა 25 დეკემბერს მოხდა. როგორც დაბა ასპინძის საჯარო სკოლის დირექტორნა კლარა ზედგინიძემ etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, ორივე მოსწავლის მდგომარეობა მძიმეა.

„მეშვიდე კლასის მოსწავლეები არიან. შემთხვევა პირველ საათზე მოხდა, ამ დროს მოსწავლეები სკოლაში აღარ იმყოფებოდნენ. მშობლებთან შეთანხმებით მანდატურმა და კლასის დამრიგებელმა მოსწავლეები ორი გაკვეთილის შემდგომ გაათავისუფლეს სასწავლო პროცესიდან.

როგორც ექიმმა თქვა, ბავშვების მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ერთ-ერთ მოსწავლეს მუცლის ღრუს არეში ოპერაცია ჩაუტარდა მეორეს ჯერ არაფერი. 

მანქანა არ დაჯახებია, როგორც მე ვიცი მანქანა გაჩერდა, თუმცა მეტი დეტალები მე არ ვიცი. ბავშვები კლასელები, მეზობლები და ამასთან, ერთმანეთის ნათესავები არიან“, - განაცხადა კლარა ზედგინიძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, მოსწავლეები მოპედით თავად დაეჯახნენ ავტომობილს.

შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203