წრომის სკოლაში გეოგრაფიისაა და სპორტის ინტეგრირებული ღონისძიება ''განძის მაძიებელნი'' გაიმართა
14-06-2017

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების მიზნით, წრომის სკოლაში გეოგრაფიისაა და სპორტის ინტეგრირებული ღონისძიება ''განძის მაძიებელნი''გაიმართა. 

ღონისძიება, სადაც მაღალი კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, მიზნად ისახავდა განძის მოპოვებას ადგილის გეგმისა და მძლეოსნობის ელემენტების გამოყენებით. ღონისძიებას ნ. კაბერაშვილი და ე. მურადაშვილი ხელმძღვანელობდნენ. 

ღონისძიების ფარგლებში ორი ჯგუფი ''ლურჯი ვეშაპი'' და ''კანიბალები'' ერთმანეთს აზროვნებაში, პაექრობასა და სისწრაფეში ეჯიბრებოდა. ერთმანეთს ენაცვლებოდა სხადასხვა აქტივობა - ბაგირის გადაწევა, ბაგირზე ცოცვა, სირბილი და ა.შ.

გამარჯვებულმა გუნდმა ''კანიბალებმა'' ღონისძიების ხელმძღვანელებისა და დირექციისაგან შექება დაიმსახურა.

გუნდის კაპიტანი გახლდათ ბაქარ კაპანაძე, წევრები: ნ.პონომარენკო, ნიკა ბერაძე, ნათია ბერაძე, მ. იკაშვილი, ლ.პონომარენკო, გ. ტატალაშვილი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203