„ახსნას ნამდვილად ვერ ვუძებნით​​“ - 13 წლის ბიჭი რუსთავში საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს
26-12-2019

რუსთავში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, მოზარდი გარდაცვლილი ნახეს. არსებული ინფორმაციით, 13 წლის ბიჭი სახლში დედამ იპოვა.

მოზარდი ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის რუსთავის მე-16 საჯარო სკოლაში სწავლობდა. როგორც სააგენტო "ინფო რუსთავს"  სკოლის დირექტორმა, ირინა მელქაძემ განუცხადა, მოსწავლე დღეს საგაკვეთილო პროცესზე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციამ მისი ძებნა დაიწყო.

"მე-8 კლასის მოსწავლე იყო. ტყუპის ცალი ჰყავს და მასთან ერთად სწავლობდა. პრობლემას არ ჰქონია, ბავშვი ჩვეულებრივად დადიოდა სკოლაში, იყო მხიარული, სოციალური, კომუნიკაბელური, ყველა აქტივობაში ჩართული და ძალიან აქტიური საგაკვეთილო პროცესზეც. ყველანაირად ადეკვატური იყო მისი ქმედებები. ახსნას ნამდვილად ვერ ვუძებნით, რაც მოხდა.  ძალიან გაოცებულები ვართ ამ ფაქტის გამო", - აცხადებს ირინა მელქაძე.

რა გახდა ბიჭის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

შსს-ს განცხადებით გამოძიება სსკ 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203