ლამოვანის სკოლაში მოსწავლეებსა და მასწავლებელებს შორის გამართული ინტელექტუალური თამაში წელსაც მოსწავლეთა გამარჯვებით დასრულდა
15-06-2017
ლამოვანის სკოლაში ინტელექტუალური თამაში ''რა? სად? როდის?'' გაიმართა.

თამაშში მე-5-მე-9 კლასის მოსწავლეები და მასწავლებლები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. კითხვები შეირჩა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, მათემატიკის, ისტორიისა და ინგლისური ენის დისციპლინებიდან. 

თამაში საინტერესოდ წარიმართა და წელსაც მოსწავლეთა გამარჯვებით დასრულდა. გამარჯვებულებს ტრადიციული პრიზი ''ბუს ქანდაკება'' გადაეცათ.

ღონისძიების დასასრულს მონაწილეები შესაბამის ნომინაციებში დაჯილდოვდნენ, გადაეცათ დიპლომები და სამახსოვრო სიმბოლური საჩუქრები. ასევე გამოავლინდნენ მკითხველთა კლუბის ყველაზე აქტიური მონაწილეები და სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

''ვულოცავთ ჩვენს ნიჭიერ მოსწავლეებს ამ გამარჯვებას და კიდევ უფრო დიდ წარმატებებს ვუსურვებთ მომავალში,'' - აღნიშნეს მასწავლებლებმა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203