პირმისაანთკარის სკოლაში კონფერენცია სახელწოდებით ''ტაო-კლარჯეთი'' ჩატარდა
15-06-2017
სასწავლო წლის მიწურულს პირმისაანთკარის სკოლაში ისტორიის წრის სასკოლო კონფერენცია სახელწოდებით „ტაო-კლარჯეთი“ ჩატარდა. კონფერენციაში VII – XI კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა.

მოსწავლეები კონფერენციაში აქტიურად იყვნენ  ჩართული. მათ თემის გარშემო ინფორმაცია გაცვალეს. ღონისძიების დასასრულს შეჯამება სკოლის დირექტორმა გააკეთა და მონაწილეები სიგელებით დააჯილდოვა. 

კონფერენციას მშობლები და პედაგოგებიც ესწრებოდნენ. 


იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203