მოთოვს თუ არა ახალი წლის ღამეს? - სადღესასწაულო დღეების ამინდის პროგნოზი
30-12-2019

ახალი წლის ღამეს თოვლს ყველა ელოდება. როგორი ამინდი იქნება 31 დეკემბრის ღამეს და უნდა ველოდოთ თუ არა თოვლის წამოსვლას? -  ამ კითხვაზე პასუხი ყველას, განსაკუთრებით ბავშვებს აინტერესებთ.

როგორც etaloni.ge - ს გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ჰიდ­რო­მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სმა სვეტლნა ნიორაძემ განუცხადა 31 დეკემბერს საქართველოს ცალკეულ რეგიონებში მოთოვს.

„ახალი წლის ღამეს თოვლს მხოლოდ მთიან მაღალმთიან რეგიონებში ველოდებით, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დაბლობში ნალექის შემთხვევაში წვიმა იქნება. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +8, +13 გრადუსია მოსალოდნელი.

რაც შეეხება დედაქალს 31 დეკემბრის ღამეს თოვლს არ ველოდებით, უფრო მეტად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება

პირველ იანვარს ნალექს ველოდებლოდებით წვიმის სახით დასავლეთ საქარველოში, აღმოსავლეთში უნალექო ამინდი იქნება, ხოლო თოვლს კვლავ მთაში და მაღალ მთაში ველოდებით", - გვითხრა სვეტლანა ნიორაძემ.

დედაქალაქში თოვლი ახალი წლის ღამეს ბოლოს 2009 წელს იყო.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203