აწყურის სკოლაში მოსწავლეები თანამედროვე მწერლების შემოქმედებას გაეცნენ
15-06-2017
აწყურის სკოლაში მოსწავლეები თანამედროვე მწერლების შემოქმედებას გაეცნენ. 

ღონისძიება საგრანტო პროექტის ფარგლებში განხორციელდა. ამჯერად მოსწავლეებმა გოდერძი ჩოხელის შემოქმედება განიხილეს. მათ საინტერესოდ იმსჯელეს მწერლის შემოქმედებაზე და ამ თემის ირგვლივ დისკუსია გამართეს. 

ღონისძიების მეორე ნაწილი გოდერძი ჩოხელის ფილმის ჩვენებას დაეთმო, რის შემდეგაც მასწავლებლებმა დამატებითი ინფორმაცია მიაწოდეს მოსწავლეებს მწერლის ცხოვრების და მოღვაწეობის შესახებ.

ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს მოსწავლეების წიგნთან დაახლოვებას და კითხვის კულტურის ჩამოყალიბებას.


იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203