მესტიის N2 სკოლა და წარმატებული მოსწავლეები
15-06-2017

მიხეილ ხერგიანის სახელობის დაბა მესტიის N2 სკოლა დაარსებიდან დღემდე იმ სკოლათა რიცხვს მიეკუთვნება, ერთგულად რომ დგას სამშობლოს სამსახურში და ქვეყანას უზრდის სასახელო თაობებს.  

სკოლის კურსდამთავრებულები არიან საქართველოს სასიქადულო მოქალაქეები და სახელოვანი სპორტსმენები.  სკოლის პედკოლექტივი ტრადიციას არ ღალატობს და თითოეული მათგანი ცდილობს აღზარდოს სულით და ხორცით ჯანსაღი თაობა. ისინი ძალ-ღონეს არ იშურებენ იმისათვის, რომ ჩვენმა მოსწავლეებმა მიიღონ აკადემიური ცოდნა და ის უნარ-ჩვევები, რაც მათ მომავალში გამოადგებათ. 

აღსანიშნავია აგრეთვე სკოლის  გარემო და ინფრასტრუქტურა, რაც ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია ჯანმრთელი, გონიერი  და საღი თაობების გაზრდისთვის. შენობა, საკლასო ოთახები, კაბინეტები, ლაბორატორიები და სპორტული მოედნები(ღია და დახურული დარბაზი) არის ის გარემო - სადაც ჩვენი მოსწავლეები იწვრთნებიან. დამეთანხმებით ალბათ, რომ თითზე ჩამოსათვლელია რესპუბლიკის მასშტაბით ისეთი სკოლები, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი კომპონენტი და რესურსი რომ გააჩნდეს.

2017 წლის 20 მაისს სკოლაში ჩატარდა კონკურსი ფიზიკაში-პროექტის სახელწოდებაა ''არქიმედეს თასი'', ორგანიზატორი-იფარის სკოლა. 

კონკურსში მონაწილეობდენ მესტიის რაიონის სკოლები (12 სკოლა)აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საბუნებისმეტყველო საგნების სწავლება და ეროვნული სასწავლო გეგმით მისაღწევი შედეგები პრობლემატურია მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს პროექტი კი ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის დონის ამაღლებას, ფიზიკის საგნისადმი დაინტერესებას და ზოგადად მოტივაციის ამაღლებას.  

აღნიშნულ პროექტში მესტიის N2 სკოლის გუნდი - ''ელექტრონი'' გახდა გამარჯვებული და თასის მფლობელი, ღირსეული და უძლიერესი პედაგოგის-მაია ხორგუანის ხელმძღვანელობით. მონაწილე მოსწავლეებმა ნიკოლოზ გვარლიანმა, სოფო ქურდიანმა, ელენე გვარლიანმა და ქრისტინა გვარლიანმა უმაღლესი ქულები მიიღეს ინდივიდუალურ ტესტებშიც.  

ეს უდიდესი წარმატება არის იმ კომპეტენციის აღიარება, რასაც კვალიფიცირებული ცოდნა ეწოდება.

ავტორი: მესტიის N2 სკოლის დირექტორი ნატო გვარლიანი

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203