აწყურის სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით ''მხიარული სტარტები'' გაიმართა
15-06-2017
აწყურის სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით ''მხიარული სტარტები'' გაიმართა.

ერთმანეთს სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისგან შექმნილი გუნდები ''სამცხე'' და ''ავაზა'' ეჯიბრებოდნენ. დაძაბული თამაშის შემდეგ გამარჯვება გუნდმა ''სამცხემ'' მოიპოვა. 

შეჯიბრს სპორტის მასწავლებელი ლაშა გოგოლაძე ხელმძღვანელობდა. სკოლის წარმომადგენელთა თქმით, სკოლაში სპორტული აქტივობები ხშირად იმართება.

''ჩვენს სკოლაში სპორტული აქტივობები ხშირად ტარდება. ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდ ყურადღებას ვაქცევთ. მოსწავლეებისთვის მსგავსი აქტივობები ყოველთვის სახალისოა. ''მხიარული სტარტებში'' მონაწილეობისათვის თითოეულ მოსწავლეს ვუხდით მადლობას, გამარჯვებული გუნდის წევრებს ვულოცავთ წარმატებას'' - აღნიშნეს სკოლის წარმომადგენლებმა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203