ახალი წლის არდადეგები საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის უკვე დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ სასწავლო პროცესი 14 იანვარს განახლდება და მოსწავლეებს 2 კვიარიანი დასვენების პერიოდი აქვთ, მასწავლებლები მხოლოდ 3 დღე დაისვენებენ.
როგორც etaloni.ge-ს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს, არდადეგები მოსწავლეებისთვის არის, მასწავლებლებლები კი მხოლოდ ოფიციალურ უქმე დღეებში დაისვენებენ. ესენია: 1, 2 და 7 იანვარი.
შეგახსენებთ, რომ საჯარო სკოლებში არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყო და 13 იანვარს სრულდება.