„Etaloni.ge ჩვენთვის მოტივატორი გახდა, უკეთესი პროექტები დაგვეგეგმა, განგვეხორციელებინა და შემდეგ, საზოგადოებისთვის გაგვეცნო“
31-12-2019

2019 წელიც იწურება და Etaloni.ge- ერთგვარი მინი-მონიტორინგიც დასასრულს მიუახლოვდა - სკოლების პოპულარიზაციის ხელშეწყობა, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება, საგანმანათლებლო სივრცეში არსებული სიახლეების ოპერატიულად და ობიექტურად გაშუქება... ასე ახასიათებენ სკოლების დირექტორები საიტთან თანამშრომლობას, რომელიც უკვე იმდენ წელს ითვლის, მეგობრობაში გადაიზარდა და „ეტალონი“ საკუთარი ოჯახის წევრად მიაჩნიათ.

ნინო ტყემალაძე - ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლანის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სკოლის ყველა სიახლე თუ ნაბიჯი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ხდება Etaloni.ge-ს საშუალებით. პედაგოგებმაც და მოსწავლეებმაც იციან, რომ მათი წარმატებული ნაბიჯი მაგალითი გახდება, თავად კი გაიზიარებენ სხვების გამოცდილებას;  

გარდა ამისა, რაც მეტად ვართ ინფორმირებულნი ამა თუ იმ სკოლის შესახებ, იზრდება აქტიურობაც... ხომ გესმით, ბავშვებს უყვართ, როდესაც თავის პოპულარიზაციას ახდენენ და Etaloni.ge ამაში უწყობს ხელს.

ლია ხაჩირაშვილი - მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლის დირექტორი:

- „ეტალონთან“ მესამე წელია ვთანამშრომლობთ და მიმაჩნია, რომ ესაა ერთ-ერთი საუკეთესო  საგანმანათლებლო პროექტი. ჩვენ სკოლის მაგალითიდან გეტვით - Etaloni.ge-მ საშუალება მოგვეცა, ჩვენი საქმიანობის შესახებ საქმის კურსში ჩაგვეყენებინა ფართე საზოგადოება, უფრო ცნობადები გავხდით... ამან სტიმული გაუზარდა მასწავლებლებს, მოსწავლეებს. მინდა, მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი, გისურვებთ წარმატებებს; დადებითი ენერგია მოდის „ეტალონიდან“ და ჩვენ ვაგრძელებთ ამ თანამშრომლობას.

მაკა დეკანოიძე - საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მერჯევის საჯარო სკოლის დირექტორი:

- ძალიან კარგია, სკოლის ყველა მიღწევა რომ შუქდება ოპერატიულად - ყველამ იცის, რა კეთდება ჩვენთან. აქამდე თავის წარმოჩენის საშუალება არ გვქონია. Etaloni.ge-მ კი ბევრს გააცნო ჩვენი თავი. წარმოიდგინეთ, ბავშვებიც კი კითხულობენ საიტის სიახლეებს, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ მშობლებს სკოლასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სიახლეზე მიუწვდებათ ხელი. ასე რომ, Etaloni.ge-სგან ველით მეტ სიახლეს და ჩვენც მზად ვართ ამ გამოწვევებისთვის.

სამსონ ჯიბუტი - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლების საჯარო სკოლის დირექტორი:

- ხუთი წელია „ეტალონთან“ ვთანამშრომლობთ და მსგავსი ურთიერთობა რეგიონების სკოლებისთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან ზღვა ინფორმაციას ვიღებთ ჩვენი კოლეგების შესახებ; მოსწავლეებიც აქტიურად არიან ჩართულები სასკოლო ცხოვრებაში. ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ თანაბარი ყურადღება ეთმობა როგორც ქალაქების, ის რეგიონების სკოლებს და მოსწავლეებიც ერთნაირ პირობებში არიან. ჩვენ სკოლას ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით ბევრი პრობლემა ჰქონდა და ბატონი გოჩა ტყეშელაშვილი გვედგა მხარში, გვაიმედებდა, გვამხნევებდა... საბოლოოდ, ეს ამბავი კარგად დასრულდა - აშენდა ახალი სკოლა, მოეწყო ინფრასტრუქტურა და ჩვენთვის etaloni.ge-ს მორალური მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია. მხოლოდ ის რად ღირს, სკოლის აქტივობები Etaloni.ge-ზე შუქდება, სკოლა იბრძვის სიცოცხლისთვის და ამაში დახმარებას რომ გრძნობ, უდიდესი საქმეა. გილოცავთ დამდეგ შობა-კალანდას, წარმატებებს გისურვებთ და „ეტალონს“ ჩვენთან ველით სტუმრად.

მელანია ჩხიტუნიძე - საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი:

 - სკოლაში ბევრი რამ კეთდება, რასაც საზოგადოების შეფასება სჭირდება და ეს Etaloni.ge-ს გარეშე წარმოუდგენელია. სკოლის აქტივობების გაშუქება მოტივაციას ჰმატებს მოსწავლეებს, იზრდება სკოლის პრესტიჟი და შედეგად, სკოლაში კონტინგენტმაც მოიმატა.

მნიშვნელოვანია, რომ სკოლები ერთმანეთის სიახლეებს ვეცნობით, მეტი კომუნიკაციაა და ეს ყველაფერი ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

მზია ქავთარაძე - ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე:

- ჩვენი სკოლისთვის „ეტალონთან“ თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია. ესაა საშუალება, მოსწავლეებმა უკეთ ისწავლონ, პედაგოგებმა მეტი აქტივობა დაგეგმონ, ხოლო სხვა სკოლებმა გაგვიცნონ, ნახონ, რას ვსაქმიანობთ, როგორ ღონისძიებებს ვატარებთ, როგორ ვიბრძვით წარმატებისთვის და ამ ყველაფერში ხელს როგორ გვიწყობს Etaloni.ge. ბავშვებიც კი ინტერესით ეცნობიან, არა მხოლოდ საკუთარი, არამედ სხვა სკოლების სიახლეებსაც, რათა გაიზიარონ სხვების გამოცდილება და უკეთ წარმოჩინდნენ საზოგადოების წინაშე.

თამაზ კაპანაძე - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არშეფერანის საჯარო სკოლის დირექტორი:

- „ეტალონთან“ წლებია ვმეგობრობ... ჯერ გულშემატკივარი ვიყავი, მერე კი პარტნიორები გავხდით და ახლა უკვე თამამად შემიძლია თქმა -  მოსწავლეები მიხვდნენ, სწავლის გარეშე ცხოვრებაში ადგილის დამკვიდრება გაუჭირდებათ და „ეტალონი“ კი აძელვს შანსს, იყვნენ წარმატებულები.

Etaloni.ge-ზე ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს აბსოლუტურად ყველა სიახლე და წარმოიდგინეთ, ის აქტივობები, რომლებიც პირადად შეიძლება არც კი მომგონებოდა, ჩვენთვის მოტივატორი გახდა, უკეთესი პროექტები დაგვეგეგმა, განგვეხორციელებინა და შემდეგ, საზოგადოებისთვის გაგვეცნო.

თენგიზ ოსეფაიშვილი - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

 - Etaloni.ge-ს საშუალებით ერკეთის სკოლა მხოლოდ ადგილობრივებმა კი არა, ფართე საზოგადოებამ გაიცნო. Etaloni.ge ყოველ ჩვენგანს აძლევს საშუალებას, საკუთარი მოღვაწეობა გააცნოს ყველას და ეს როგორც პედაგოგებისთვის, ისე მოსწავლეებისთვისაა უმნიშვნელოვანესი  - იციან, რომ მათი წარმატებული ნაბიჯი თანატოლებისთვის მაგალითი გახდება,თავად კი გაიზიარებენ სხვების გამოცდილებას.

ლარისა ქირია - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონთან“ რამდენიმე წელია ვთანამშრომლობთ, აქტიურად ვმონაწილეობთ ინტელექტ-ჩემპიონატებშიც, ათეულშიც მოვხვდით და ეს უდიდესი მოტივაციაა ჩვენი მოსწავლეებისთვის; მით უმეტეს, იციან, რომ სკოლის ნებისმიერ აქტივობას Etaloni.ge სწრაფად და ობიექტურად გააშუქებს. ყოფილა შემთხვევა, პირადად სწორედ Etaloni.ge-ს საშუალებით პირველს გამიგია საგანმანათლებლო სფეროში არსებული სიახლეების შესახებ...

ასევე უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის Izrune.ge-ში ჩართულობა - ტესტები მოსწავლეების ინტელექტუალური დონის ამაღლებას და პროგრესს უწყობს ხელს. დაინტერესება დიდია და ვიმედოვნებთ, „ეტალონთან“ ჩვენი მეგობრობა დიდხანს გასტანს.

ანნა ჩახნაშვილი - თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენი სკოლისთვის etaloni.ge-სთნ თანამშრომლობა სკოლის პოპულარიზაციასთან ასოცირედება. სწორედ საიტის მეშვეობით, უამრავ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, გაეცნოს სკოლების აქტივობებს, შეაფასოს დაგეგმილი და განხორციელებული პროექტები, ჩვენ კი, სკოლებმა, გავიზიაროთ ერთმანეთის გამოცდილება.

მოსწავლეებიც დაინტერესებულები არიან, მეტად ჩაერთონ ღონისძიებებში, შემდეგ კი მათ შესახებ Etaloni.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაცია თანატოლებს გაუზიარონ. ეს მოზარდებისთვის უდიდესი მოტივაციაა.  

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203