ვახტანგისის N2 სკოლაში თავისუფალი გაკვეთილების ფარგლებში ექსკურსია-გაკვეთილი მოეწყო
15-06-2017
ვახტანგისის N2 სკოლაში თავისუფალი გაკვეთილების ფარგლებში ექსკურსია-გაკვეთილი მოეწყო.

მოსწავლეები რევაზ ინანიშვილის მშობლიურ კუთხეს, ხაშმს ესტუმრნენ, დაათვალიერეს მწერლის კარ-მიდამო, ივრის ხეობა.

განსაკუთრებით საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა რევაზ ინანიშვილის მეგობართან, ნოშრევან ქოქრაშვილთან შეხვედრა. მან მოსწავლეები გულთბილად მიიღო და სიყვარულით გაიხსენა ეპიზოდები რევაზ ინანიშვილის ცხოვრებიდან.

''ძალიან მოგვეწონა ექსკურსია-გაკვეთილი. ბევრი საინტერესო და ჩვენთვის აქამდე უცნობი ფაქტი შევიტყვეთ რევაზ ინინიშვილის შესახებ. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო ბატონ ნოშრევანთან შეხვედრა და გასაუბრება. სურვილი გვაქვს, მსგავსი გაკვეთილები კვლავ განმეორდეს,'' - აღნიშნეს მოსწავლეებმა.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203