არლის სკოლის მოსწავლეებმა პროექტის ''შენი მომავალი შენს ხელთაა'' ფარგლებში საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს
15-06-2017
არლის სკოლის მეცხრე კლასში 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა პროექტი ''შენი მომავალი შენს ხელთაა'', რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად.

მოსწავლეები კვირაში ერთხელ ამზადებნენ პრეზენტაციებს თემებზე - ალკოჰოლი, თამბაქო, აივ ინფექცია, ნარკოტიკი. 

პროექტი გუშინ დასრულდა. მასწავლებელთა თქმით, მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში საინტერესო და ამომწურავი პრეზენტაციები წარმოადგინეს:

''როგორც იცით, პროექტი ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად. მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ზოგიერთი მავნე ფაქტორის ზემოქმედების შესახებ ადამიანის ჯანმრთელობაზე, გააცნობიერეს ჯანსაღი წესის დამკვიდრების აუცილებლობა. ყოველ პრეზენტაციაზე პრობლემის გადაჭრის გზები იყო ნაჩვენები. შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ პროექტი წარმატებული აღმოჩნდა,'' - აღნიშნეს მასწავლებლებმა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203