ახმეტის N1 სკოლასა და თბილისის N124 სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მომარანდუმი გაფორმდა
16-06-2017
ახმეტის N1 სკოლა თავის აქტიურობას არც სასწავლო წლის ბოლო დღეებში ანელებს.  

გასულ კვირას სკოლას დასამეგობრებლად ესტუმრა თბილისის N124 სკოლა. მეგობრებს სკოლა ლამაზი ღონისძიებით დახვდა, მოსწალეებმა მუსიკალური და საცეკვაო ნომრები შესთავაზეს აუდიტორიას. 

სკოლებს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, დაიგეგმა მომავალი ურთიერთობების გზები:

''ძალიან სასიამოვნო და სასიხარულოა, რომ საფუძველი ჩაეყარა სკოლებს შორის მეგობრობას. მემორანდუმის მიზანია სკოლების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, ერთობლივი პროექტების განხორციელება,'' - აღნიშნეს ახმეტის N1 სკოლის მასწავლებლებმა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203