გვახსოვდეს, ბედნიერება დამოკიდებულია ჩვენზე, უნდა ვისწავლოთ მოსმენა ერთმანეთის - პატრიარქის საახალწლო მილოცვა
01-01-2020
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, საქართველოს მოსახლეობას 2020 წელს ულოცავს. უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საახალწლო მიმართვაში საზოგადოებას ბედნიერებას უსურვებს და ყურადღებას უფროსების პატივისცემაზე ამახვილებს.
„გილოცავთ შობა-ახალ წელს. დღეს ჩვენ ვუსურვებთ ყველას ბედნიერებას. უნდა გვახსოვდეს, რომ ბედნიერება ბევრად დამოკიდებულია ჩვენზე. მშობლების პატივისცემა არის ბედნიერება შვილებისათვის. „პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა“ - ჩვენ ვკითხულობთ ამას ბიბლიაში. უფროსების პატივისცემას მოაქვს ბედნიერება უმცროსებისთვის. უნდა ვისწავლოთ მოსმენა ერთმანეთის.
მე მინდა, ვისარგებლო ამ შემთხვევით და მივმართო რუსეთის პრეზიდენტს, ბატონ ვლადიმერ პუტინს, უნდა დამთავრდეს ოკუპაცია აფხაზეთისა და ცხინვალისა. უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველო არის წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ. ბედნიერებას გისურვებთ, კურთხევა უფლისა თქვენზედა მისითა მადლითა და კაცთმოყვარეობითა ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!“, - ბრძანებს პატრიარქი ვიდეომიმართვაში.