2020 წლის პირველი ახალშობილი თბილისში 5 საათზე დაიბადა და ის მომღერალ მარიკო ებრალიძის შვილია
01-01-2020

2020 წლის პირველი ახალშობილი თბილისში, 5 საათზე დავით გაგუას კლინიკაში დაიბადა. ქვეყანას დანიელი მოევლინა და ის ცნობილი მომღერლის მარიკო ებრალიძის შვილია. 

ამ კლინიკაში ახალი წლის ღამეს კიდევ 5 პატარა გაჩნდა. ახალშობილები პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ მოინახულა. 

რაც შეეხება რეგიონებს, 2020 წლი პირველი ბავშვი აჭარაში დაიბადა. ვაჟი დაიბადა 00-01 სთ-ზე ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში ბიჭი, საბა ჭელიძე გაჩნდა. ერთი წუთის შემდეგ, 00:02 წუთზე დაიბადა გოგონა, ლილე კახიძე და ის ბათუმის სამედიცინო ცენტრში მოევლინა ქვეყანას.  

ახალი წლის ღამეს დაბადებული პატარები და მათი დედიკოები თავს კარგად გრძნობენ.

ტელეკომპანია "იმედის" ინფორმაცია". 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203