პიროტექნიკით დაშავებული 8 ბავშვი ახალი წლის ღამეს: ერთს თითების ამპუტაცია დასჭირდა
01-01-2020
ახალი წლის ღამეს პიროტექნიკის არასწორად გამოყენების შედეგად, იაშვილის კლინიკაში რვა ბავშვი მოხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას იაშვილის კლინიკაში ადასტურებენ.
დაშავებულებიდან ერთი ბავშვი უკვე გაეწერა, შვიდს კი ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ის კლინიკაში რჩება და მკურნალობას განაგრძობს. ყველა მათგანს დაზიანება კიდურების არეში აქვს მიღებული. თითების ამპუტაცია ერთ მცირეწლოვანს დასჭირდა.
„მძიმე დაზიანებებით არის ერთ პაციენტს, მას აქვს ორივე მტევანი დაზიანებული. სიცოცხლის საფრთხე არცერთ დაზარალებულს არ ემუქრება, თუმცა ზოგი დაზიანება ინვალიდობას განაპირობებს“, - ამბობს იაშვილის კლინიკის ქირურგი.