ბოლო 2 დღეში პიროტექნიკასთან დაკავშირებულ შემთხვევებზე საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრში124 ზარი შევიდა
02-01-2020

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში ​31 დეკემბრის ღამეს და პირველი იანვრის დღის საათებში პიროტექნიკასთან დაკავშირებით სულ 124 ზარი შევიდა.

31 დეკემბერს, ღამით ცენტრში მთელი საქართველოს მასშტაბით 51 შეტყობინება შევიდა, პირველ იანვარს, 14:00 საათამდე კი - 73.

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრში განმარტავენ, რომ აღნიშნული შეტყობინებები ეხებოდა როგორც პიროტექნიკით დაშავებულებს, ასევე პიროტექნიკის გამოყენების შედეგად გამოწვეულ სხვადასხვა ინციდენტს.

დაშავებულთაგან 8 მოზარდი მოხვდა იაშვილის კლინიკაში, მათგან 7 პაციენტს ქირურქგიული ჩარევა დასჭრიდა, ერთი  პირველადი დახმარების აღმოჩენის შემდეგ, სახლში გაწერეს.

კლინიკაში აცხადებენ რომ, შვიდივე პაციენტის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203