ახალციხის N5 სკოლის მერვეკლასელებმა ''ქიმიური ელემენტების მეჯლისი'' მოაწყვეს
16-06-2017
მრავალი ადამიანისათვის ქიმია აფეთქებებთან და სინჯარებში ჩასხმულ სითხეებთან ასოცირდება, თუმცა მეცნიერების ეს დარგი გაცილებით ფართო საკითხებს იკვლევს. შესაძლებელია, რომ უფრო საინტერესო, ფერადი და სახალისოც კი იყოს ეს მეტად რთული და მოსწავლეთათვის ძნელად სასწავლი საგანი. 

ახალციხის N5 სკოლის VIII კლასი პედაგოგ ნაზი ტორიაშვილის ხელმძღვანელობით შეეცადა ქიმია სხვა კუთხიდან დაენახებინა მსმენელისათვის. მათ ჩაატარეს სასწავლო ღონისძიება სახელწოდებით ''ქიმიური ელემენტების მეჯლისი''.

მოსწავლეებს წარმოდგენილი ჰქონდათ საინტერესო პრეზენტაციები სლაიდშოუს სახით. უამრავი საჭირო და პრაქტიკაში გამოსაყენებელი ინფორმაცია მიაწოდეს მაყურებელს მენდელეევის პერიოდული სისტემის ელემენტებზე და მათ როლზე ადამიანის ორგანიზმში, საკვებში, რომელ ხილსა და ბოსტნეულშია თითოეული ელემენტი და ა. შ.

მოსწავლეებმა, რომლებსაც თეთრ მაისურებზე ქიმიური ელემენტების სიმბოლოები ჰქონდათ გამოსახული, სასიამოვნოდ გაფორმებულ დარბაზში მართლაც რომ  ''მეჯლისი'' მოაწყვეს.

ღონისძიება დადებითად შეაფასეს სკოლის დირექციამ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრამ, პედაგოგებმა, მშობლებმა.

ავტორი - საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის ხელმძღვანელი, ფიზიკის მასწავლებელი მაია თათეშვილი

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203