ქვემო მახოს მეოთხეკლასელები ემოციური და შთამბეჭდავი ღონისძიებით დამეშვიდობნენ პირველ მასწავლებელს
16-06-2017
ქვემო მახოს სკოლაში მეოთხეკლასელთა გამოსაშვები ღონისძიება ჩატარდა.

კლასის ხელმძღვანელ ციცინო სამნიძესთან ერთად მოსწავლეებმა სკოლაში სასიამოვნო ატმოსფერო შექმნეს. ბავშვები მუსიკალური ნომრებითა და დადგმებით დაემშვიდობნენ განვლილ ოთხ წელიწადს და პირველ მასწავლებელს.

სკოლის ადმინისტრაციამ და დირექციამ მოსწავლეებს ამ მნიშვნელოვანი ეტაპის წარმატებით დასრულება მიულოცეს:

''ძალიან ლამაზი ღონისძიება წარმოადგინეს პატარებმა. განვლილი ოთხი წლის შეჯამებით, მოსწავლეები დაემშვიდობნენ საყვარელ მასწავლებელს და საოცარ ოთხ წელიწადს. დამშვიდობება რა თქმა უნდა, ემოციური და ნაღვლიანი იყო, მაგრამ ამავე დროს ბედნიერი, რადგან მათ თავიანთი ცხოვრების ერთი მნიშვნელოვანი საფეხური წარმატებით გაიარეს და გადაინაცვლეს ახალ ეტაპზე. ვულოცავთ პატარებს და წარმატებებს ვუსურვებთ სამომავლოდ,'' - აღნიშნეს სკოლის წარმომადგენლებმა.

იხილეთ ფოტოები და ვიდეოები
 

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203