როგორ დავუბრუნოთ მოსწავლეებს წიგნის სიყვარული? - ამ კითხვაზე პასუხს ერეგეს სკოლის წიგნის მოყვარულთა კლუბში მიიღებთ
16-06-2017
ერეგს სკოლაში მოსწავლეთა ინიციატივით, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ნანა ევგენიძის ხელმძღვანელობითა და დირექციის აქტიური მხარდაჭერით წიგნის მოყვარულთა კლუბი ფუნქციონირებს.

კლუბის წევრები შეხვერდებზე საყვარელ წიგნებს განიხილავენ და ცნობილ მწერლებზე მსჯელობენ, რაც ხელს უწყობს კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების ჩამოყალიბებასა და განვითარებას, სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებას.

13 ივნისი კლუბის დაბადების დღეა. 21-ე საუკუნეში, სოციალური ქსელებისა და ინტერნეტის ეპოქაში, განსაკუთრებით აქტუალური და მნიშვნელოვანია სკოლებში ასეთი კლუბების არსებობა, აღნიშნავს სკოლის დირექტორი ნუგზარ ზოსიძე:

''კომპიუტერული თამაშები, ინტერნეტი, სოციალური ქსელები... ამ ყველაფერმა იმდენად მოიკიდა ფეხი ჩვენს ყოველდღიურობაში, რომ წიგნებს ადგილი აღარ დარჩათ. დღეს იშვიათად თუ იპოვი ბავშვს, რომელიც თავისი სურვილით კითხულობს წიგნს. როგორ დავუბრუნოთ ბავშვებს წიგნის სიყვარული და ლიტერატურის მიმართ ინტერესი? - ამის პასუხს მიიღებთ ჩვენთან, ერეგეს სკოლის წიგნის მოყვარულთა კლუბში.''
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203