ვანის N2 სკოლა ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის პირველ შუალედურ შედეგებში ლიდერობს
16-06-2017
ნიკო კეცხოველის ოფიციალური გვერდის მონაცემებით პირველ შუალედურ სრულ მონაცემებში ვანის N2 სკოლა ლიდერობს თავისი აქტივობებით.სასწალო წლის დასრულების მიუხედავად კვლავ გრძელდება ნიკო კეცხოველის კონკურსი სკოლებს შორის.

კონკურსი  CENN-ისა  საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანაორგანიზებით პროექტის „ტყის მდგრადი მართვა საქართველოში" -  ფარგლებში ხორცილედება და მის ფარგლებში სკოლებს გარემოს გამწვანებაზე და ეკოლოგიაზე ზრუნვა და აქტივობები ევალება. 

წლევანდელი კონკურსი სულ 2 თვეზე მეტია რაც დაიწყო და საკონკურსო რეგისტრაცია 500-მდე სკოლამ გაიარა, ქულების დაგროვება კი უკვე 178-მა სკოლამ შეძლო და ეს სარეკორდო მაჩვენებელია აქამდე არსებულ მაჩვენებლებს შორის.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203