აწყურის სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა რუსული ''ანბანი გააცილეს''
18-06-2017

აწყურის სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა რუსული ''ანბანი გააცილეს''.

მათ ზღაპრის გმირები გააცოცხლეს და სასიამოვნოდ გააოცეს მაყურებლები არტისტიზმითა და ენის ათვისების კუთხით. 

''ძალიან შთამბეჭდავი ღონისძიებით გააცილეს მოსწავლეებმა რუსული ანბანი. ლამაზად მორთულ საკლასო ოთახში წარმოადგინეს ანბანის თემატიკასთან დაკავშირებული ლექსები, გააცოცხლეს ზღაპრის გმირები. მადლობა რუსული ენის მასწავლებელს მარიამ მარტინენკოს,'' - აღნიშნეს მასწავლებლებმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203