ასპინძის სკოლის მოსწავლეების მიერ წარმოდგენილმა სპექტაკლმა მხურვალე ოვაციები დაიმსახურა
19-06-2017

15 ივნისს ასპინძის სკოლის სააქტო დარბაზში უჩვეულო სამზადისი იყო. 

Vა კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი თინათინ წითლანაძე-ნემსაძე) წარმოადგინეს ვაჟა-ფშაველას ორმოქმედებიანი პიესა ''ტყის კომედია''. სპექტაკლი გაფორმებული იყო შესაბამისი დეკორაციებით, რეკვიზიტებით. პატარა მსახიობები მოხდენილად ირგებდნენ როლს, სასიამოვნოდ ცეკვავდნენ და მღეროდნენ.

სპექტაკლმა დიდი მოწონება და მხურვალე ოვაციები დაიმსახურა.

''მოსწავლეებმა სამსახიობო ოსტატობა გამოავლინეს, ძალიან კარგად მოირგეს თავიანთი როლები. რაც შეეხება პიესას, ასაკთან შესაბამისი იყო, დამრიგებლური ხასიათის, ჭკუის სასწავლებელი. მოსწავლეებმა ერთხელ კიდევ გაიაზრეს, რომ უშრომლად მითვისებული, ნაქურდალი არავის შერჩება. უმსგავსო საქციელი ყოველთვის ისჯება. სპექტაკლის დედააზრიც ეს იყო ''რაც არ გერგება, არ შეგერგება'' - აღნიშნეს მასწავლებლებმა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203