„ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების“ შესახებ კანონში ცვლილება შევიდა.
აღსანიშნავია, რომ სწავლის სფეროების კლასიფიკაცირდება შინაარსობრივი დაჯგუფების პრინციპით და მოიცავს ფართო სფეროს, ვიწრო სფეროს და დეტალურ სფეროს. დღეის მდგომარეობით, კლასიფიკატორით დადგენილია 11 ფართო სფერო; 29 ვიწრო სფერო და 80 დეტალური სფერო.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, დეტალურ სფეროში, რომელშიც შედის „სასტუმრო, რესტორანი და კვების“ მიმართულება დაემატა ახალი მოდული - სასტუმროს მენეჯმენტი Hotel Management.