სათამაშოების ხარისხს გააკონტროლებენ - რამდენი ათასით დაჯარიმდებიან საშიში პროდუქციის იმპორტიორები?
15-01-2020

იანვრის ბოლოდან სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდება და შედეგად, ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლები პროდუქციის თანდართულ დოკუმენტაციასა და ხარისხს შეამოწმებენ.

ეკონომიკის სამინსიტროს ინფორმაციით, თუკი გაჩნდება ეჭვი, პროდუქტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ნიმუში ლაბორატორიაში გადაიგზავნება. თუმცა, ერთი წლის განმავლობაში საშეღავათო პერიოდი იქნება და სანქციები არ იმოქმედებს; კომპანიებს მხოლოდ დარღვევების გამოსწორების რეკომენდაციები მიეცემა, რომელთა შესრულებასაც ზედამხედველი ორგანო გარკვეული დროის შემდეგ გადაამოწმებს. ჯარიმის მაქსიმალური  ოდენობა კი 8000 ლარით განისაზღვრება.  შემზღუდველი ღონისძიებების ნაწილი - პროდუქციის შეჩერება, ამოღება ან განადგურება ასევე ძალას შეიძენს 2021 წლიდან - ეს იყო ბიზნესის წარმოამდგენლების მოთხოვნა, თუმცა  განსაკუთრებით გაუჭრდებათ ტექნიკური რეგლამენტის დაკმაყოფილება მეორადი სათამაშოების იმპროტიორებს, რომლებიც აცხადებენ, რომ საკმაოდ რთულია ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატის მოპოვება.

პროექტი მიმდინარე თვეშივე ამოქმედდება, თუმცა სანქციების ნაწილი გადაწევს 2021 წლის დასაწყისში. სააგენტო მოახდენს ზედამხედველობას სათამაშოებზე მათ შორის ბაზარზე განთავსების მომენტში, იმპორტის დროსაც და გაიცემა რეკომენდაციები. ძირითადი მოთხოვნები უკავშირდება იმპორტიორების, მწარმოებლების მიერ წარსადგენ აუცილებელ დოკუმენტაციას და რა თქმა უნდა, ფიზიკურ მახასიათებლებს, რომლებიც სათამაშოს საფრთხეს გამორიცხავენ“, – ამბობს ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა რატი ობოლაძემ.

საქმე ისაა, რომ საქართველოში  არ არსებობს ლაბორატორია, რომელიც სათამაშოების ხარისხს შეამოწმებს და ამიტომ,  პროდუქცია პირველ ეტაპზე გაიგზავნება საზღვარგარეთ, აკრედიტებულ ლაბრატორიაში.

პროდუქციაზე აღნიშნული უნდა იყოს ხარისხის მაჩვენებელები, ასაკობრივი შეზღუდვა და საჭიროების შემთხვევაში, ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი უნდა მიეწოდოს სამინისტროს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203