წრომის სკოლაში მოსწავლეების მონაწილეობით ''წუნა და წრუწუნას'' ორიგინალური წარმოდგენა გაიმართა
19-06-2017
წრომის სკოლაში პედაგოგების ორგანიზებით „წუნა და წრუწუნას“ ორიგინალური, განახლებული წარმოდგენა გაიმართა.

პედაგოგების მიერ დაწერილი განახლებული სცენარისთვის პერსონაჟებად ამავე სკოლის მოსწავლეები შეირჩნენ.  

წარმოდგენისთვის შეირჩა განახლებული მუსიკა, კოსტიუმები და დეკორაციებიც.ორგანიზატორების და სცენარისტების განცხადებით რეპეტიციები საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობდა. 

„მოსწავლეები განეწყვნენ როლების კარგად შესასრულებლად.მართლაც პატარა მსახიობები იდგნენ ჩვენს წინ“ - განაცხადა სცენარის ავტორმა, ლალი სარალიძემ. 

ლამაზად და საინტერესოდ ასრულებდნენ ანანო ტატალაშვილი და საბა ახალკაცი წუნასა და წრუწუნას როლს, ახალმა პერსონაჟებმა,წრუწუნას და ფიხცხელას მეგობრებმა: თომამ (დ.ბასიშვილი - IV კლ.), კამარამ (პ.ჩიბირაშვილი  II კლ.) და ერმიტამ (ლ.ახალკაცი  I კლ.) ხალისი და სიახლე შეიტანა სპექტაკლში. 

სპექტაკლში ჩართული იყო დაწყებითი კლასების მოსწავლეთა სრული შემადგენლობა.გარდა მშობლებისა და მოსწავლეებისა სპექტაკლს ესწრებოდნენ სოფლის მოსახლეობაც.

სკოლის დირექტორმა ნ.პაპუაშვილმა მადლობა გადაუხადა სპექტაკლის ორგანიზატორებს,მოსწავლეებსა და მშობლებს. 


იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203