რომელი პარტია გაუმკლავდებოდა განათლებას ყველაზე კარგად? - იხილეთ კვლევის შედეგები
16-01-2020

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 22% მიიჩნევს, რომ განათლების საკითხს კარგად ვერც ერთი პარტია ვერ გაუმკლავდება.

კითხვაზე, ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში რომელი პარტია გაუმკლავდებოდა განათლებას ყველაზე კარგად ?  - გამოკითხულთა 25% -ის აზრით, განათლებას ყველაზე კარგად „ქართული ოცნების“ პარტია გაუმკლავდება; 19% მიიჩნევს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; 5% „ევროპულ საქართველოს“ ასახელებს. 22% ამბობს, რომ ვერც ერთი პარტია ვერ გაუმკლავდება განათლებას, ხოლო 19% აღნიშნულ კითხვაზე პასუხი არ აქვს.


კვლევის საველე სამუშაოები 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ჩატარდა. სულ პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 2 180 პირი გამოკითხეს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,9%-ია.

იხილეთ ასევე: გამოკითხულთა 30% განათლების სამინისტროს მუშაობას ცუდად აფასებს - NDI-ს კვლევა

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203