სასწავლო პროცესის განახლებისთანავე, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური საქართველოს რეგიონების კიდევ 8 საჯარო სკოლაში შევიდა. აღსანიშნავია, რომ მანდატურის სამსახური განაგრძობს ახალი კადრების მიღებას და საგანმანათლებლო დაწესებულებაში მანდატურად დასაქმების მსურველებისთვის ვაკანსიებს აცხადებს.
მანდატურის სამსახურის ინფორმაციით, 2020 წელს უწყების წარმომადგენლები დამატებით 130 საჯარო სკოლაში შევლენ.
„დღეიდან, მანდატურები წარმოდგენილნი იქნებიან ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისის, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლების - ქვედა კვირიკეს და ალამბრის, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიკაანის, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის N2, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოწმინდის და ქალაქ საგარეჯოს N3 საჯარო სკოლებში.
2020 წელს, გასული წლის მსგავსად, მანდატურის სამსახური, დამატებით, 130 ახალ საჯარო სკოლაში შევა. წლის დასასრულს, მანდატურის სამსახურის მომსახურებით, საქართველოს მასშტაბით, 718 საჯარო სკოლა ისარგებლებს”, - ნათქვამია მანდატურის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
იხილეთ ასევე: მანდატურებისთვის 50-ზე მეტი ახალი ვაკანსია გამოცხადდა - როდის არის განაცხადის მიღების ბოლო ვადა?