რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები სტატუსის დანამატს მიიღებენ
18-01-2020

უახლოეს მომავალში მთავრობის სხდომაზე ნორმატიულ აქტში ცვლილებას შეიტანენ, რომლის მიხედვითაც, რუსული ენისა და ლიტერატურის ის მასწავლებლები, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ რუსული, როგორც მეორე უცხოური ენა, სტატუსის დანამატს მიიღებენ. საუბარია რუსულ ენოვანი სკოლების მასწავლებლებზე. 

ჯერჯერობით, ესაა პროექტი, თუმცა როგორც Etaloni.ge-ს მასწავლებელთა დამოუკიდებელი პროფკავშირების პრეზიდენტმა, მაია კობახიძემ გაუმხილა, განხილვები უკვე დაწყებულია, განათლების სამინისტროც საქმის კურსშია და მთავრობის სხდომაზე ამ ცვლილებებს აუცილებლად დაამტკიცებენ.

ეს მასწავლებლები  სტატუსის დანამატს მიიღებენ. მოხარულები ვართ, რომ მათი უფლებები იქნება დაცული, ცვლილებების პროექტი უახლოეს მომავალში მთავრობის სხდომაზე დამტკიცდება  და რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ რუსული, როგორც მეორე უცხოური ენა, სტატუსის დანამატს მიიღებენ. , - აღნიშნა მაია კობახიძემ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203