სკოლაში მოსწავლის ჩარიცხვისა და სტატუსის შეჩერების წესში ცვლილება შევიდა
17-01-2020

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და სტატუსის შეჩერების წესში ცვლილება შევიდა. 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხელ ჩხენკელის ბრძანებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების შესახებ კანონის მეორე მუხლს, დაემატა ახალი პუნქტი.

ცვლილების მიხედვით, საჯარო სკოლის ვალდებულება, პირველ კლასში ჩასარიცხ მოსწავლეთა ჯამური რაოდენობის 10%-ის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის განსაზღვრის თაობაზე, არ ვრცელდება იმ საჯარო სკოლებზე, რომლებიც გათვალისწინებულია „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანების №4 და №6 დანართებით.

ცნობისთვის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის მეორე მუხლში აღნიშნულია, რომ საჯარო სკოლის პირველ კლასში ჩასარიცხ მოსწავლეთა რიცხოვნობას, სექტორების და ცვლილების მიხედვით, საჯარო სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს შესაბამისი საჯარო სკოლა, რომელიც ვალდებულია პირველ კლასში ჩასარიცხ მოსწავლეთა ჯამური რაოდენობის 10% განსაზღვროს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის. ამასთან, სკოლამ უნდა უზრუნველყოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების პროპორციულად გადანაწილება პარალელურ კლასებში. რიცხოვნობის განსაზღვრისას დამრგვალება ხორციელდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა სასარგებლოდ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203