კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდებში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია იწყება - ვადები, საფასური და ტესტის ნიმუშები
18-01-2020
კემბრიჯის სასერტიფიკაციო გამოცდებში - KET, PET, FCE და CAE მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია 20 იანვარს იწყება და 31 იანვარს სრულდება. 

 გამოცდის ჩაბარების მსურველებმა დასარეგისტრირებლად უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

• შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
• გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;
• პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
• 17 წლამდე მონაწილეებმა შევსებული ანკეტა იმ შემთხვევაში, თუ არ აქვთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი. არსებულ ფორმას თან უნდა დაურთოს 3X4 -ზე ზომის  2 ფოტო.

ანკეტაზე ხელი უნდა მოაწეროს აპლიკანტის პედაგოგმა ისე, რომ ხელმოწერა გადავიდეს  ფოტოსურათზე. ასევე სააპლიკაციო ფორმის მე-2 გვერდის ბოლოს აუცილებელია  მშობლის/მეურვის ხელმოწერა. სრულწლოვანი პირებისათვის კი საკუთარი ხელმოწერა.
 
იმ შემთხვევაში, თუ გამოცდაში მონაწილეობის მსურველმა, შესაბამის ვადებში სრულად არ წარმოადგინა აღნიშნული დოკუმენტაცია, იგი გამოცდისათვის დარეგისტრირებულად არ ჩაითვლება.
 
საბანკო რეკვიზიტები

გამოცდა და მასში მონაწილეობის საფასური

ტესტირება ჩატარდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში შემდეგი განრიგით:
• FCE - 13 მარტს;
• CAE - 14 მარტს;
• KET და PET -  14 მარტს.
 
იხილეთ ტესტის ნიმუშები

საერთაშორისო გამოცდებში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მათ შორის - მოსწავლეებს, სტუდენტებსა და მაგისტრანტებს. კემბრიჯის გამოცდების ერთ-ერთი დიდი უპირატესობა ისაა, რომ სხვა მსგავს გამოცდებთან შედარებით მისი სერტიფიკატი უვადოა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203