''საქართველოო ლამაზო, სხვა საქართველო სად არი?!'' - ქვემო მახოს მეექვსეკლასელთა გამოსაშვები საღამო
19-06-2017
15 ივნისს ქვემო მახოს სკოლაში მეექვსე კლასის გამოსაშვები საღამო გაიმართა.

მოსწავლეებმა კლასის ხელმძღვანელ სალომე ლორთქიფანიძესთან ერთად მოამზადეს ღონისძიება ''საქართველოო ლამაზო, სხვა საქართველო სად არი?!''

გამოსაშვებ საღამოზე იუმორისტული, მუსიკალური და საცეკვაო ნომრები ენაცვლებოდა ერთმანეთს. ღონისძიების მუსიკალურ გაფორმებაში მოსწავლეებს მუსიკის მასწავლებელი ლალი ქათამაძე დაეხმარა.

მეექვსე კლასის დამთავრება მოსწავლეებს სკოლის დირექტორმა ქიშვარდ გორგოშაძემ და დაწყებითი კლასის მასწავლებელმა ქეთევან აბულაძემ მიულოცეს.

''მოსწავლეებმა საკუთარი შესაძლებლობები საუკეთესოდ წარმოაჩინეს. ღონისძიებამ აუდიტორიის მოწონება და ოვაციები დაიმსახურა,'' - აღნიშნა სალომე ლორთქიფანიძემ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203