2019 წლის მიწურულს, Etaloni.ge-მ ერთგულ მკითხველს ერთგვარი შემაჯამებელი სტატიების სერია შესთავაზა, სადაც სკოლების დირექტორები თუ წარმომადგენლები არაფრომალური განათლების სიკეთეებსა და Etaloni.ge-სთან თანამშრომლობის დადებით კონტექსტზე საუბრობდნენ.
მართლაც საამაყოა, როდესაც კომპეტენტური ადამიანები ასე აფასებენ ჩვენ მღვაწეობას, თუმცა ამავე დროს, ესაა უდიდესი პასუხისმგებლობა, რომ შემდეგი ნაბიჯები უფრო წარმატებული იყოს, სკოლებთან თანამშრომლობა კი მეტად პროდუქტიული აღმოჩნდეს სკოლისთვის, პედაგოგისა და მოსწავლისთვის.
როგორ აფასებენ სკოლების წარმომადგენლები Etaloni.ge-სთან თანამშრომლობას? - ამ საკითხის შეფასებისას, გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელსაც ქვემოთ მოგახსენებთ, მანამდე კი გვინდა მადლობა გადავუხადოთ იმ ადამიანებს, ვინც Etaloni.ge-ს საქმიანობა ასე შეაფასა, ჩვენ მოხარულები ვართ, თუ მოსწავლეთა დამეგობრებას, სკოლებს შორის ჯანსაღი კონკურენციის ჩამოყალიბებას, ურთიერთთანამშრომლობას, არაქართულენოვან სკოლებში სახელმწიფო ენის დამკვიდრებას და კიდევ უამრავ დადებით ფაქტორს შევუწყვეთ ხელი.
Etaloni.ge-ს რა კონკრეტულ სარგებელზე საუბრობენ საჯარო სკოლების წარმომადგენლები, ამას ჩვენი შემაჯამებელი თვალსაჩინოებიდან შეიტყობთ: