„ნაეკი“ აბიტურიენტებისთვის ცნობარს აღარ დაბეჭდავს
22-01-2020

2020 წლის აბიტურიენტთა ცნობარი მხოლოდ ელექტრონული ფორმით გამოქვეყნდება და ბეჭდური ჟურნალის სახით აღარ გამოიცემა. აღნიშნულის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ განაცხადა.

„ცნობარი არის დოკუმენტი, სადაც მოცემულია ინფორმაცია თუ როგორ უნდა დარეგისტრირდეს აბიტურიენტი, როგორ უნდა აირჩიონ პროგრამები, რომელ უნივერსიტეტს რამდენი პროგრამა აქვს გამოცხადებული, რომელი პროგრამა ფინანსდება, რომელი არა და ა.შ. ცნობარი არის ერთგვარი ბიბლია აბიტურიენტებისთვის.

აღსანიშნავია, რომ აქამდე ჩვენ ვბეჭდავდით ცნობარს, მაგრამ ახლა გადავწყვიტეთ რომ იყოს მხოლოდ ელექტრონული. რადგან პრობლემა იყო ის, რომ რეგისტრაციის დასრულებამდე ზოგიერთ უნივერსიტეტს და პროგრამას ეცვლებოდა სტატუსი, საუბარია ავტორიზაცია-აკრედიტაციასთან დაკავშირებით, რაც შემდგომში უკვე აბიტურიენტების დაბნევას იწვევდა“, - განაცხადა სოფიო გორგოძემ და აღნიშნა, რომ თუ რეგისტრაციის შემდგომ აბიტურიენტები შევიდა ცვლილების გასაკეთებლად იმ დროს, როცა ცნობარში ცვლილებები შევიდა, ეს იქვე იქნება ასახული.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203