სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის მობილობა დაიწყო და 5 თებერვალს დასრულდება
22-01-2020

2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის  მსურველ პირთა რეგისტრაცია დაიწყო და 2020 წლის 5 თებერვლის 18:00 სთ-მდე გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ავრცელებს. 

მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულებების სამართლებრივი აქტების პროექტების საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ელექტრონულად ასახვის ვადა 2020 წლის  12 თებერვლიდან 2020 წლის 20 თებერვლის ჩათვლით პერიოდი განისაზღვრა.

ხოლო ღია კარის დღეები მიმდინარე წლის 24 იანვარს და 3 თებერვალს, 15 საათზე განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ჩატარდება.


ღია კარის დღეებზე შესაძლებლობა გექნებათ შეხვდეთ სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის თანამშრომლებს და მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია მობილობასთან დაკავშირებულ საკითხებზე და თქვენთვის საინტერესო კითხვებზე.

 იხილეთ ბრძანება:  სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის  "2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის ვადები"  ბრძანება 1.1/1

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203