ასპინძის სკოლის მოსწავლეებმა პირველ მასწავლებლებს საიტერესო და თემატურად მეტად დატვირთული გამოსამშვიდობელი შეხვედრა მოუწყვეს
20-06-2017

ასპინძის სკოლის IV კლასის მოსწავლეები პირველ მასწავლებლებს დაემშვიდობნენ.

მოსწავლეებმა საიტერესო და თემატურად მეტად დატვირთული გამოსამშვიდობელი შეხვედრა გაუმართეს პირველ მასწავლებლებს ნანა ნემსაძეს, ლიანა ველიჯანაშვილს და მერი რიჟამაძეს.

ყველა მოსწავლე ცდილობდა თავის გამოსვლაში მადლობა ეთქვა მასწავლებლებისათვის იმ დიდი სითბოსა და სიყვარულისთვის, რაც მათ ოთხი წლის განმავლობაში აჩუქეს. 

როგორც სკოლის პედაგოგები აღნიშნავენ, მოსწავლეების თვალებში სიყვარულთან ერთად დამშვიდობების ნაღველიც ჩანდა:

''იმედია ამ წლების განმავლობაში მიღებული ცოდნა იქნება კარგი საფუძველი მათი შემდგომი წარმატებებისა''.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203