ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის პირველადი შედეგები ცნობილია - იხილეთ აპელაციის ვადები
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2019-2020 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის II ტურის პირველადი შედეგები გამოაქვეყნა.
საკუთარი შედეგის გადამოწმება მოსწავლეს შეუძლია შემდეგ ბმულზე:
ოლიმპიადის მეორე ტურის გამარჯვებულია ოლიმპიადის ის მონაწილე, რომელმაც ოლიმპიადის მეორე ტურში დააგროვა შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 50% და მოხვდა შესაბამისი კლასის/კლასების და საგნის რეიტინგული სიის პირველ 50 ოლიმპიადის მონაწილეს შორის.
იხილეთ: 2019-2020 სასწავლო წლის ეროვნული ოლიმპიადის მესამე ტურში გამსვლელი ქულებიშედეგების გასაჩივრება მოსწავლეს შეუძლია 24 იანვრიდან 27 იანვარის 18:00 საათამდე. საპრეტენზიო განაცხადი სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში მიიღება და ის ოლიმპიადის მონაწილემ უნდა წარმოადგინოს მხოლოდ წერილობითი ფორმით.
აპელაციის განაცხადის ფორმაოლიმპიადის მონაწილეს უფლება არ აქვს შეხვდეს საპრეტენზიო კომისიის წევრს. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, ოლიმპიადის მონაწილის ნაშრომს შეიძლება მოემატოს ქულა, დააკლდეს ან დარჩეს უცვლელი. აპელაციის პროცესის შემდეგ მესამე ტურში გამსვლელი ქულები შესაძლებელია შეიცვალოს.
ასევე გაეცანით: 2019-2020 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურზე თითოეული საგნის მაქსიმალური
ქულა