სექტემბრიდან 150 სკოლაში „მაიკროსოფტის“ საგანმანათლებლო პროგრამა დაინერგება
23-01-2020

მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, სექტემბრიდან 150 სკოლაში „Minecraft Education Edition“-ის საპილოტე პროგრამა დაინერგება.

განათლების მსოფლიო ფორუმის ფარგლებში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი კორპორაცია „მაიკროსოფტის“ წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებისთვის Microsoft-ის პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის შესაძლებლობებზე, სკოლებში „Minecraft Education Edition“ სექტემბერში საპილოტე დანერგვასა და Microsoft-ის კომპიუტერული ლაბორატორიების ჩამოყალიბებაზე ისაუბრეს.

მაიკროსოფტის „Minecraft"-ის განყოფილების წარმომადგენლებმა მინისტრის ინიციატივა განიხილეს, რომლის მიხედვით სექტემბრიდან მთელი საქართველოს მასშტაბით შერჩეულ 150 სკოლაში საპილოტე რეჟიმში მაიკროსოფტის საგანმანათლებლო პროგრამა „Minecraft Education Edition“ დაინერგება, რაც სასწავლო პროცესს უფრო ეფექტურსა და საინტერესოს გახდის.

მაიკროსოფტის წარმომადგენლებმა მზაობა გამოთქვეს, ამ მიმართულებით აქტიური თანამშრომლობა დაიწყონ ქართულ მხარესთან.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203