ცოცხალი ჯაჭვით გამოსახული ერთიანი საქართველოს რუკა - აფხაზეთის მეხუთე საჯარო სკოლაში 27 სექტემბრისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
27-09-2016

აფხაზეთის მეხუთე საჯარო სკოლამ სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება ჩაატარა. 

სკოლის ეზოში მოსწვალეებმა ცოცხალი ჯაჭვით ერთიანი საქართველოს რუკა გამოსახეს, ხელში კი აფხაზეთის ქალაქების სახელები ეჭირათ. 

მოსწავლეებმა ასევე, წაიკითხეს ლექსები და გაიხსენეს ამ დღესთან დაკავშირებული საინტერესო დეტალები. ღონისძიების ბოლოს კი სიმბოლურად ზღვისფერი და თეთრი ბუშტები ჰაერში გაუშვეს.

სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას მასწავლებლები, მიწვეული სტუმრები და სკოლის დირექციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ ზუსტად 11 წლის წინ, 27 სექტემბერს, სოხუმი ქართველებისგან დაიცალა. 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმიდან გამოდევნილმა ქართველებმა დატოვეს ცეცხლში გახვეული მშობლიური ქალაქი, სადაც აფხაზები გამარჯვებას ზეიმობდნენ. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203