თეთრიწყაროს N1 სკოლაში სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული მოსწავლეები დირექციამ სიგელებით დააჯილდოვა
20-06-2017

თეთრიწყაროს N1 სკოლაში 10 წელია ტრადიციაა სასწავლო წლის დასასრულს დირექციის მიერ მოსწავლეების სიგელებით დაჯილდოება სხვადასხვა ნომინაციაში. არც წლევანდელი წელი ყოფილა გამონაკლისი. 

15 ივნისს სკოლის სააქტო დარბაზში დიდი ზარზეიმით გაიმართა დაჯილდოების ცერემონია. ღონისძიებას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები: რესურსცენტრის უფროსი გულნაზი აფციაური, სამეურვეო საბჭოს წევრები, მშობლები, მასწავლებლები და მოსწავლეები. 

ღონისძიებამდე რამდენიმე დღით ადრე, დამრიგებლებმა მოსწავლეებთან ერთად გამოავლინეს კანდიდატები სხვადასხვა ნომინაციაში წარსადგენად. მოსწავლეებს სიგელები გადასცეს რესურსცენტრის უფროსმა და სამეურვეო საბჭოს წევრებმა. ღონისძიებას ხიბლი შემატა მოსწავლეების მიერ მხატვრულად წაკითხულმა ლექსებმა და სიმღერებმა. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203