როგორ მივიქციოთ მოსწავლეების ყურადღება? - საინტერესო რჩევები მასწავლებლებს
28-05-2021
მასწავლებლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა მოსწავლის ყურადღების მიქცევა და შენარჩუნებაა. ეფექტური სწავლება მასწავლებლებში ამ უნარის ქონას მოითხოვს, პრაქტიკაში მისი გამომუშავება კი საკმაო დროს მოითხოვს.

გთავაზობთ ყურადღების მისაპყრობ სიგნალებს, რომელთა დახმარებით მოსწავლეები მოგისმენენ. სცადეთ ისინი თქვენს კლასში!

როგორ მიიპყროთ და შეინარჩუნოთ ყურადღება?

არავერბალური სიგნალები გამოიყენეთ. ასე მოსწავლეებს მომავალში ვიზუალურ სიგნალზეც ექნებათ რეაქცია. დააკვირდით, კონკრეტულად რომელი სიგნალები აღმოჩნდება ეფექტური და შემდეგ ეს მეთოდები გამოიყენეთ.

თუ ატყობთ, რომ კლასში სიტუაციის კონტროლი ძალიან გაგიჭირდათ, მოსწავლეებს რაიმე სახალისო თამაში ათამაშეთ.

გაკვეთილზე ყურადღების ფოკუსი რომ შეინარჩუნოთ, შემდეგი სტრატეგიები სცადეთ:

  • გაკვეთილზე დინამიკა შეინარჩუნეთ
  • გაკვეთილი თეორიულზე მეტად პრაქტიკული ნაწილით დატვირთეთ
  • ვიზუალური მასალა ხშირად გამოიყენეთ
  • გაკვეთილზე თქვენი საუბრის დრო სწორად გათვალეთ
  • თანამშრომლობითი მუშაობა წაახალისეთ
  • მოსწავლეებს საშუალება მიეცით მათი მოსაზრებები თამამად გააზიარონ
  • სასწავლო პროცესში მუსიკა, ვიდეო და სხვა საშუალებები გამოიყენეთ, რაც საჭიროა და რისი გამოყენების შესაძლებლობაც გაქვთ.


ნუ მოგინდებათ, რომ მოსწავლეების ყოველდღე საათობით ისხდნენ და უმოძრაოდ გისმენდნენ. თუ ამჩნევთ, რომ მათ გაკვეთილში ჩართვა არცერთი გზით არ სურთ და არცერთი აქტივობა არ აინტერესებთ „ტვინის შესვენება“ გამოაცხადეთ და მათ რამდენიმე წუთი განსატვირთად მიეცით.

ხშირად უფრო პროდუქტიულია მოსწავლეებს ენერგიის დასახარჯად რაღაც დრო მისცეთ, ვიდრე მოუსვენრობისას მოძრაობის საშუალებაც არ მისცეთ.​
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203