როგორ მოვემზადოთ მასწავლებლის გამოცდისთვის ქართულ ენასა და ლიტერატურაში? - პროგრამა და რჩევები, რომლებიც სასურველ ქულას მოგიტანთ
30-01-2020

როგორ მოვემზადოთ მასწავლებლის გამოცდებისთვის? - ამ კითხვით პედაგოგები და მასწავლებლობის მსურველები „ეტალონს“ ხშირად მიმართავენ.

გთავაზობთ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის საგნის გამოცდის პროგრამას და რჩევებს, რომელიც სასურველ ქულას მოგიტანთ:

საგნის გამოცდაზე შემოწმდება:

  • ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითად მოთხოვნათა ცოდნა;
  • საგნის სწავლებისათვის აუცილებელი ლინგვისტური და ლიტერატურული მასალის ცოდნა;
  • შეფასების სხვადასხვა მეთოდის გამოყენება სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად;
  • უცნობი ტექსტის გააზრებისა და ანალიზის უნარი;
  • კრიტიკული აზროვნების უნარი;
  • წერის კულტურა.

ტესტის მაქსიმალური ქულაა 70. მის შესასრულებლად კი გეძლევათ 5 საათი.

ქართული ენა

I  შესავალი

  • ქართული ენა როგორც ქართველი ერის საერთო ეროვნული ენა და საქართველოს სახელმწიფო ენა. ქართული ენის ადგილი მსოფლიო ენათა შორის. ქართველური ენები. ქართული ენის როლი და მნიშვნელობა ქართველური ტომების ეროვნული და სახელმწიფოებრივი ჩამოყალიბების პროცესში.
  • ქართული სალიტერატურო ენის დასაბამი და მისი განვითარების ძირითადი ეტაპები. ქართული დამწერლობის ჩამოყალიბებისა და მწიგნობრობის განვითარების ძირითადი ეტაპები. ქართული სალიტერატურო ენის განვითარების პერიოდებად დაყოფის პრობლემა. ანტონ I და ქართული სალიტერატურო ენა. სამოციანელთა როლი ახალი ქართული სალიტერატურო ენის დამკვიდრების საქმეში; თაობათა და შეხედულებათა ბრძოლა სალიტერატურო ენის განვითარების საკითხებზე.
  • თანამედროვე სალიტერატურო ქართული როგორც მრავალფუნქციური სახელმწიფო ენა _ სრულფასოვანი კომუნიკაციის, მწერლობისა და მეცნიერების ენა.
  • ქართული სალიტერატურო ენა და ეროვნული ენა. ქართული ენის დიალექტები და სხვა ენობრივი ქვესისტემები _ ქართული სალიტერატურო ენის გამდიდრების წყარო და ენობრივ ვარიანტულობათა ძირითადი მიზეზი. ნორმათა დადგენის პრინციპები. ნორმატიული მუშაობის დღევანდელი მდგომარეობა.   
II ფონეტიკა-ფონოლოგია

  • თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ფონემური სტრუქტურა. ბგერა და ფონემა. ანბანი. ხმარებიდან გასული ასოები. ხმოვნები და თანხმოვნები. ხმოვანთა კლასიფიკაცია. თანხმოვანთა კლასიფიკაცია.
  • მარცვალი. ღია და დახურული მარცვალი. დამარცვლის საფუძველი და გადატანის წესები ქართულში.
  • ძირითადი ფონეტიკური მოვლენები.
  • სიტყვისა და ფრაზის მახვილის საკითხი ქართულ სალიტერატურო ენაში.

III. მორფოლოგია

  • სიტყვა. სიტყვა მორფოლოგიური თვალსაზრისით: ფორმაცვალებადი და ფორმაუცვლელი სიტყვები. სრულმნიშვნელოვანი და დამხმარე სიტყვები. გრამატიკული კატეგორიის რაობა. სიტყვის მორფოლოგიური აგებულება: ძირი, ფუძე, მორფემა (აფიქსები). აფიქსთა კლასიფიკაცია.
  • მეტყველების ნაწილების კლასიფიკაცია.
  • არსებითი სახელი. არსებით სახელთა დაჯგუფება შინაარსის მიხედვით. არსებით სახელთა ბრუნება. ბრუნვები და მათი ნიშნები. ბრუნვათა რიგი. ბრუნების ტიპები და მათი გამოყოფის საფუძველი. საკუთარ სახელთა ბრუნება. თავისებურად ბრუნებადი არსებითი სახელები. თანდებულიანი ბრუნვები. ადგილობითი (ლოკალური) ბრუნვების საკითხი. ნაწილაკიანი ბრუნვები.
  • არსებითი სახელის ბრუნებასთან დაკავშირებული მართლწერის საკითხები.
  • ზედსართავი სახელი. ვითარებითი და მიმართებითი ზედსართავი სახელი. თანხმოვანფუძიანი და ხმოვანფუძიანი ზედსართავი სახელის ბრუნება ცალკე და არსებით სახელთან ერთად პირდაპირი და შებრუნებული წყობით. ნათესაობითში დასმული სახელის ბრუნება არსებით სახელთან ერთად პირდაპირი და შებრუნებული წყობით.
  • ზედსართავი სახელის ბრუნებასთან დაკავშირებული მართლწერის საკითხები.
  • რიცხვითი სახელი. რაოდენობითი, რიგობითი და წილობითი რიცხვითი სახელები. რაოდენობითი რიცხვითი სახელი შედგენილობის მიხედვით. რიცხვითი სახელის ბრუნება ცალკე და არსებით სახელთან ერთად. ნაწილაკიანი რიცხვითი სახელი და მისი ბრუნება.
  • რიცხვით სახელთან დაკავშირებული მართლწერის საკითხები.
  • ნაცვალსახელი. ნაცვალსახელთა ჯგუფები. ნაცვალსახელთა ბრუნება ცალკე და არსებით სახელთან ერთად. ნაწილაკიან ნაცვალსახელთა ბრუნება.
  • ნაცვალსახელთან დაკავშირებული მართლწერის საკითხები.
  • ზმნა. ზმნის კატეგორიები. პირისა და რიცხვის ასახვა ზმნაში. პირის რომლობა, როგორობა. პირთა რაოდენობა ერთ ფორმაში. სუბიექტური და ობიექტური პირის ნიშნები. სუბიექტური და ობიექტური წყობა. ინვერსია და მისი საფუძველი. ზმნისწინი. მისი ადგილი და ფუნქციები. ზმნისწინის მარტივი და რთული სახეები. ზმნისწინის ძველი სახით ხმარება. უზმნისწინო ზმნები. გეზისა და ორიენტაციის საკითხი. დრო. კილო. ასპექტი. გზისობა. გარდამავლობა. დინამიკურობა-სტატიკურობა. გვარი. კონვერსია. ქცევა. გარდამავლობა და ქცევა. ქცევანაკლი ზმნები. კონტაქტი. მწკრივი. მწკრივთა რაოდენობა და კლასიფიკაცია სერიათა მიხედვით. სერიებად დაყოფის საფუძველი. ზმნის ძირი, ფუძე და თემა. თემის ნიშნები. ერთთემიანი და ორთემიანი ზმნები. ფუძედრეკადი (ხმოვანმონაცვლე) ზმნები. თავისებური ზმნები. ზმნის უღვლილება.
  • ზმნის ფორმაწარმოებასთან დაკავშირებული მართლწერის საკითხები. შუალობითი კონტაქტის ფორმათა მართლწერა.
  • სახელზმნა: საწყისი და მიმღეობა. საწყისის (მასდარის) წარმოება. მიმღეობათა წარმოება. საწყისსა და მიმღეობაში შემავალი ზმნის კატეგორიები. საწყისი და მიმღეობა როგორც სახელი.
  • ზმნიზედა. ზმნიზედათა დაჯგუფება ფუნქციისა (ადგილისა, დროისა, ვითარებისა, მიზეზისა, მიზნისა) და ფორმის მიხედვით. ზმნიზედის მართლწერა.
  • თანდებული. ცალკე მდგომი და სახელთან შერწყმული თანდებულები. ზმნიზედა თანდებულის მნიშვნელობით.
  • კავშირი. კავშირის სახეები. მაერთებელი და მაქვემდებარებელი კავშირები.
  • შორისდებული. შორისდებულთა ჯგუფები.
  • ნაწილაკი. ნაწილაკთა ჯგუფები.
IV სინტაქსი

  • წინადადება როგორც სინტაქსური ერთეული.
  • სინტაგმის ცნება. სიტყვათა სინტაქსური შეკავშირების სახეები: შეთანხმება, მართვა, მირთვა. მართვისა და შეთანხმების სპეციფიკურობა ქართულში.
  • წინადადების მთავარი წევრები: ა) შემასმენელი. შემასმენლის კითხვები. მარტივი და შედგენილი შემასმენელი. ბ) ქვემდებარე. სინტაქსური ურთიერთობა ქვემდებარესა და შემასმენელს შორის. გ) პირმიმართი დამატებები. პირდაპირი და ირიბი დამატება და მათი სპეციფიკურობა ქართულში. სინტაქსური ურთიერთობა პირმიმართ დამატებებსა და შემასმენელს შორის.
  • წინადადების მეორეხარისხოვანი წევრები: ა) უბრალო დამატება. უბრალო დამატების ბრუნვები (უთანდებულო და თანდებულიანი). უბრალო დამატების სინტაქსური ურთიერთობა წინადადების სხვა წევრებთან. ბ) განსაზღვრება. შეთანხმებული, მართული და მართულ-შეთანხმებული განსაზღვრებები. არსებითი სახელის გამოყენება განსაზღვრებად (ადიექტივაცია) და პირუკუ, ზედსართავისა – ქვემდებარედ (სუბსტანტივაცია). გ) გარემოება. გარემოებათა კლასიფიკაცია: დროის, ადგილის, ვითარების, მიზეზისა და მიზნის გარემოებები. ბრუნვის ფორმები (უთანდებულო და თანდებულიანი), როგორც გარემოების გადმოცემის საშუალებები.
  • წინადადების ტიპები მოდალობის მიხედვით: თხრობითი, კითხვითი, ძახილისა, ბრძანებითი და კითხვა-ძახილისა. მათი გამოხატვის საშუალებანი: ინტონაცია, სიტყვათა წყობა, დამხმარე სიტყვები და ნაწილაკები.
  • წინადადების ტიპები აგებულების მიხედვით: მარტივი, შერწყმული და რთული.
  • მარტივი წინადადება. მარტივი წინადადების ტიპები წევრთა შემადგენლობის მიხედვით.
  • ერთშემადგენლიანი წინადადება. ერთშემადგენლიანი წინადადების ტიპები. არასრული წინადადების გარჩევა ერთშემადგენლიანი წინადადებისაგან. სახელდებითი წინადადება.
  • შერწყმული წინადადება. შერწყმული წინადადების ტიპები. ერთგვარ წევრთა შეერთების საშუალებანი: უკავშირო და კავშირიანი შეერთება. შემასმენლის შეთანხმება რიცხვში ერთგვარ ქვემდებარეებთან. ქვემდებარის ბრუნვა სხვადასხვა გვარის ზმნით გადმოცემულ ერთგვარშემასმენლიან წინადადებაში.
  • სიტყვათა წყობა წინადადებაში. სიტყვათა წყობის მნიშვნელობა სტილისტიკისათვის.
  • განკერძოებული სიტყვები და გამოთქმები.
  • წინადადებასთან გრამატიკულად დაუკავშირებელი სიტყვები. მიმართვა, შორისდებული, მიგებითი ნაწილაკები. ამ სიტყვებთან სასვენი ნიშნების გამოყენების წესები.
  • რთული წინადადება. თანწყობა (პარატაქსი) და ქვეწყობა (ჰიპოტაქსი).
  • რთული თანწყობილი წინადადება. შეერთების საშუალებანი (ინტონაცია, მაერთებელი კავშირები). თანწყობილ წინადადებათა აზრობრივი ურთიერთმიმართება. სასვენი ნიშნები რთულ თანწყობილ წინადადებაში.
  • რთული ქვეწყობილი წინადადება. დამოკიდებული წინადადების გარეგანი და შინაგანი ნიშნები. კითხვის დასმა, მაქვემდებარებელი კავშირები და სიტყვები. საკორელაციო სიტყვა მთავარ წინადადებაში. დამოკიდებულ წინადადებათა კლასიფიკაცია ადგილის, კავშირისა და ფუნქციის მიხედვით.
  • რთული ქვეწყობილი წინადადება ერთი ან რამდენიმე დამოკიდებული წინადადებით. ქვეწყობის სახეები.
  • სიტყვათა წყობა მთავარსა და დამოკიდებულ წინადადებაში. კავშირთა და საკორელაციო სიტყვათა ადგილი მთავარსა და დამოკიდებულ წინადადებაში. სასვენი ნიშნების სახეები და ადგილი რთულ ქვეწყობილ წინადადებაში.
  • შერეული სახის რთული წინადადება.
  • დამოკიდებული წინადადების წევრ-კავშირთა შეხამების ზოგი საკითხი მთავარი წინადადების ასახსნელ წევრთან.
  • სხვათა სიტყვა. პირდაპირი და ირიბი ნათქვამი. სხვათა სიტყვის ნაწილაკები. პირდაპირი და ირიბი ნათქვამის მნიშვნელობა სტილისტიკისათვის. სასვენი ნიშნის სახეები და ადგილი სხვათა სიტყვასთან. სხვათა სიტყვის მართლწერა.
  • მიზეზისა და მიზნის გარემოებითი დამოკიდებული წინადადებების აღრევის შემთხვევები.
V ლექსიკოლოგია

  • ლექსიკოლოგიის საგანი, მისი ადგილი სხვა საენათმეცნიერო დისციპლინებს შორის. ენობრივი ნიშნის პრობლემა. ლექსიკური ერთეული. ლექსიკა. ლექსიკური ფონდი. ლექსიკოგრაფია.
  • სიტყვა მნიშვნელობის თვალსაზრისით. სიტყვის გამოყენება ძირითადი და გადატანითი მნიშვნელობით. სიტყვის მნიშვნელობის ცვლა ისტორიულად. მნიშვნელობის გაფართოება, დავიწროება და პოლარიზაცია. სიტყვის პოლისემიურობა. პოლისემია და ომონიმია. სინონიმია, ანტონიმია.
  • ფრაზეოლოგიზმები და იდიომები.
  • დიალექტიზმები, პროფესიული ლექსიკა, ჟარგონი, ბარბარიზმები, ნეოლოგიზმები, არქაიზმები.
  • ახალ სიტყვათა წარმოქმნის ძირითადი საშუალებანი. სიტყვაწარმოება როგორც ლექსიკოლოგიის საგანი. ძირეული და წარმოქმნილი სახელები. აფიქსური სიტყვაწარმოება. წარმოქმნილ სახელთა ჯგუფები მაწარმოებელი აფიქსებისა და შინაარსის მიხედვით. ფორმამაწარმოებელი აფიქსები სიტყვაწარმოებითი ფუნქციით. ბრუნვისა და თანდებულიან ბრუნვის ფორმათაგან წარმოქმნილი სახელები. ნასესხები აფიქსები.
  • თხზვა (კომპოზიცია) როგორც ლექსიკის გამდიდრების საშუალება. ფუძეგაორკეცება (რედუპლიკაცია). კომპოზიტები ფუძეთა შემადგენლობის მიხედვით. ერთცნებიანი და ორცნებიანი კომპოზიტები.
  • კომპოზიტების მართლწერის საკითხები.
VI სტილისტიკა

  • სტილისტიკა როგორც ენათმეცნიერების დარგი. სტილისტიკის საგანი. სტილის რაობა.
  • ფუნქციური სტილისტიკა. მწიგნობრული და სასაუბრო სტილი.
  • პუბლიცისტური, მხატვრული, სამეცნიერო და ოფიციალურ-საქმიანი სტილი.
  • ლექსიკური სტილისტიკა. სიტყვათა შერჩევა მნიშვნელობის მიხედვით. პარონიმები, ევფემიზმები, თავაზიანობის გამომხატველი სიტყვები.
  • სტილისტიკური ხარვეზები: ტავტოლოგია, კალკი, ატროფია.

ქართული ლიტერატურა

  • მხატვრული ტექსტის ანალიზისათვის აუცილებელი ლიტერატურისმცოდნეობითი ტერმინები: ალეგორია, ალიტერაცია, ალუზია, ანდაზა, ასონანსი, აფორიზმი, ბალადა, ბიოგრაფია, განმეორება, გაპიროვნება, გმირი, გროტესკი, დიალოგი, დრამა, ელეგია, ეპიგრაფი, ეპითეტი, ეპილოგი, ეპოსი, ესე, ზღაპარი, თემა, თქმულება, იგავ-არაკი, იდეა, ინტონაცია, ირონია, იუმორი, კოლიზია, კომედია, კომპოზიცია (კომპოზიციური ელემენტების ჩათვლით), ლეგენდა, ლექსი, ლირიკა, ლიცენცია, მემუარი, მეტაფორა, მითი, მოთხრობა, მონოლოგი, მოტივი, მხატვრული ენა, მხატვრული სახე, ნოველა, პეიზაჟი, პერიფრაზი, პერსონაჟი, პიესა, პოეზია, პოემა, პორტრეტი, პროზა, პროლოგი, ჟანრი, რემარკა, რემინისცენცია, რითმა, რიტმი, რომანი, სატირა, სახე, სიმბოლო, სიუჟეტი, სტროფი, ტაეპი, ტრაგედია, ტროპი, ფაბულა, შაირი, შედარება, ციტატა, ხასიათი, ხატოვანი თქმა, ჰიმნი, ჰიპერბოლა.
  • ლიტერატურული პროცესის ძირითადი ეტაპები: სასულიერო მწერლობა, კლასიკური ხანის მწერლობა, აღორძინების ხანის მწერლობა, რომანტიზმი, რეალიზმი, მოდერნიზმი, პოსტმოდერნიზმი.

რეკომენდებულ ავტორთა და ნაწარმოებთა ჩამონათვალი:

  • ჰაგიოგრაფია და ჰიმნოგრაფია: „ცხორებაჲ წმიდისა ნინოჲსი“, „წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი დედოფლისაჲ“, „წამებაჲ წმიდისა და ნეტარისა ჰაბოჲსი“, „სიბრძნე ბალაჰვარისი“, „ცხორებაჲ წმიდისა გრიგოლ ხანძთელისაჲ“, „ცხორებაჲ ნეტარისა მამისა ჩუენისა იოვანესი და ეფთჳმესი“, „ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ“, „გალობანი სინანულისანი“.
  • კლასიკური ხანის მწერლობა: „ამირანდარეჯანიანი“, „აბდულმესიანი“, „თამარიანი“, „ვისრამიანი“, „ვეფხისტყაოსანი“.
  • აღორძინების ხანის მწერლობა: ვახტანგ VI, სულხან-საბა ორბელიანი, დავით გურამიშვილი, ბესიკი.
  • ახალი ქართული ლიტერატურა: ალექსანდრე ჭავჭავაძე, გრიგოლ ორბელიანი, ვახტანგ ორბელიანი, ნიკოლოზ ბარათაშვილი, გიორგი ერისთავი, დანიელ ჭონქაძე, ლავრენტი არდაზიანი, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ალექსანდრე ყაზბეგი, ვაჟა-ფშაველა.
  • უახლესი ქართული ლიტერატურა: დავით კლდიაშვილი, ვასილ ბარნოვი, ნიკო ლორთქიფანიძე, ლეო ქიაჩელი, კონსტანტინე გამსახურდია, მიხეილ ჯავახიშვილი, გრიგოლ რობაქიძე, დემნა შენგელაია, პოლიკარპე კაკაბაძე, გალაკტიონ ტაბიძე, ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, ვალერიან გაფრინდაშვილი, კოლაუ ნადირაძე, ტერენტი გრანელი, გიორგი ლეონიძე, სიმონ ჩიქოვანი, იოსებ გრიშაშვილი, ლევან გოთუა, გიორგი შატბერაშვილი, ლადო ასათიანი, მირზა გელოვანი, ნიკო სამადაშვილი, შოთა ჩანტლაძე, მურმან ლებანიძე, გივი გეგეჭკორი, გურამ რჩეულიშვილი, ნოდარ დუმბაძე, რევაზ ინანიშვილი, არჩილ სულაკაური, ოთარ ჩხეიძე, ჯემალ ქარჩხაძე, გოდერძი ჩოხელი, ანა კალანდაძე, მუხრან მაჭავარიანი, ჭაბუა ამირეჯიბი, ოთარ ჭილაძე, გურამ დოჩანაშვილი.

მოცემული მასალის მიხედვით მომზადება დაგეხმარებათ ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტების წარმატებით ჩაბარებაში, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია ესეს წერა, მოსწავლის ნაშრომის გასწორება და ტექსტის გააზრება. ყურადღებით გაეცანით ესეს თემას, დაიცავით მინიმალურ სიტყვათა რაოდენობა და გაითვალისწინეთ ნაშრომის შეფასების კრიტერიუმები.

მასწავლებელს უნდა შეეძლოს საგამოცდო პროგრამით გათვალისწინებული ტექსტების გააზრება, რაც გულისხმობს მხატვრულ ნაწარმოებში გამოკვეთილი სახეების, თემისა და იდეის, მოტივების, ცალკეული დიალოგების, სიტუაციის, კოლიზიის, ქვეტექსტის არსისა და პერსონაჟთა ქცევის მოტივაციის ადეკვატურ გაგებას; გარდა ამისა, ლირიკული ნაწარმოებების აზრობრივი და ემოციური შინაარსის წვდომას, ტროპის გააზრებას; ესეისტური თუ ლიტერატურათმცოდნეობითი ტექსტების გაგებას, რისთვისაც აუცილებელია ავტორისეული არგუმენტაციის კრიტიკული ანალიზისა და შეფასების უნარი, მსჯელობის ლოგიკის წვდომა და სამსჯელო საკითხის შესახებ საკუთარი პოზიციის გამოკვეთა. პედაგოგს მოეთხოვება ლიტერატურულ ტექსტებში ასახული ამა თუ იმ ეპოქისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური იდეებისა თუ პრობლემატიკის ცოდნა; აგრეთვე, უნდა გააჩნდეს, ერთი მხრივ, ლიტერატურულ პროცესზე ეპოქის თავისებურებებისა და, მეორე მხრივ, მხატვრული შემოქმედების საზოგადოებრივ ცნობიერებაზე ზეგავლენის წვდომის უნარი. მასწავლებელს უნდა შეეძლოს ერთი და იმავე ეპოქის ტექსტებში ასახული პრობლემატიკის გაანალიზება მსგავსება-განსხვავების თვალსაზრისით (სხვადასხვა ეპოქის ტექსტებში ერთი და იმავე თემების, იდეების, პრობლემებისა და მათი ინტერპრეტაციების ერთმანეთთან შედარება); მსგავსი ან ერთნაირი პრობლემის გაანალიზება სხვადასხვა ქვეყნისა თუ კულტურის წარმომადგენელთა შემოქმედებაში. იმისათვის, რომ ამგვარ მოთხოვნებს უპასუხოს, მასწავლებელს განვითარებული უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი აზროვნება, ნაწარმოების შესახებ კრიტიკული, ლოგიკური და არგუმენტირებული მსჯელობისა და ლიტერატურული ტექსტის მონაკვეთებსა თუ სხვადასხვა მხატვრულ ნაწარმოებს შორის კავშირების დამყარების უნარი .

გაეცანით 2019 წლის ზაფხულში მასწავლებლის გამოცდაზე გამოყენებულ ტესტებსა და შეფასების სქემას ქართულ ენასა და ლიტერატურაში:

ტესტი ქართულ ენასა და ლიტერატურაში.

ტესტის  შეფასების სქემა და სწორი პასუხები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203