როგორ მოვემზადოთ სამოქალაქო განათლების ტესტირებისთვის? - მასწავლებლის საგამოცდო პროგრამა
01-07-2020

ზაფხულის გამოცდებისთვის როგორც მაძიებელი მასწავლებლები, ასევე პედაგოგობის მსურველები ემზადებიან. სამოქალაქო განათლების სწავლებით ბევრი ახალგაზრდაა დაინტერესებული. ქვემოთ მოცემული ინფორმაცია დაგეხმარებათ, საფუძვლიანად მოემზადოთ გამოცდისთვის:

ტესტის მაქსიმალური ქულაა 60. მისი შესრულებისთვის გეძლევათ 5 საათი.

სამოქალაქო განათლების საგამოცდო ტესტით მოწმდება:

  • საპროგრამო მასალის ცოდნა და მისი გამოყენების უნარი;
  • სხვადასხვა სახით (ტექსტი, რუკა, ფოტო, დიაგრამა) წარმოდგენილი მასალიდან საჭირო ინფორმაციის გამოყოფა (იდენტიფიცირება);
  • ერთი და იმავე ინფორმაციის სხვადასხვა სახით გამოხატვა (ტრანსფორმაცია);
  • საპროგრამო მასალის გააზრების, ანალიზის, განზოგადებისა და ინფორმაციიდან დასკვნის გამოტანის უნარი;
  • დამოუკიდებელი, კრიტიკული აზროვნების უნარი.

გთავაზობთ საგამოცდო პროგრამას:

პროფესიული უნარ-ჩვევები

კვლევა

  • საზოგადოებრივ ცხოვრებაში საკუთარი შესაძლებლობების, ადგილისა და მნიშვნელობის გაანალიზება;
  • საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის მნიშვნელოვანი მოვლენებისა და პროცესების ამოცნობა და მრავალმხრივი გაანალიზება;
  • საზოგადოებრივი, რელიგიური, საგანმანათლებლო, სამართლებრივი, სახელმწიფო და ეკონომიკური ინსტიტუტების ფუნქციებისა და მნიშვნელობის გაანალიზება.
  • დემოკრატიული პრაქტიკის ანალიზი საზოგადოების ინტერესებთან, ტრადიციებთან და ღირებულებებთან მიმართებაში.
  • სამოქალაქო ცხოვრების, პოლიტიკისა და სახელმწიფოს მიზეზ-შედეგობრივი ანალიზი;
  • საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების საფუძვლების ანალიზი;
  • სახელმწიფოს კონსტიტუციური დემოკრატიის ჯანსაღი ფუნქციონირების ხელშეწყობისათვის მოქალაქეთა შესაძლებლობების შესწავლა-ანალიზი;
  • საზოგადოებრივი ინტერესების განხორციელებისათვის სამოქალაქო მონაწილეობითი პროცესების მნიშვნელობის ანალიზი;

შეფასება

  • საზოგადოებრივ მოვლენებსა და პროცესებთან მიმართებაში პოზიციის გამომუშავება და არგუმენტირებულად დაცვა;
  • საზოგადოებრივ მოვლენებსა და პროცესებთან მიმართებაში სხვადასხვა მიდგომისა თუ პოზიციის კრიტიკულად შეფასება;
  • მოვლენების, პროცესებისა და პოზიციების შეფასებისას შესაბამისი კრიტერიუმების გამოყენება.
  • კონსტიტუციის საფუძველზე მოქმედი ხელისუფლების საქმიანობაში დემოკრატიის მიზნების, ღირებულებებისა და პრინციპების ასახვის შეფასება;
  • ქვეყნის დემოკრატიაში მოქალაქეების როლის, მათი პირადი პოლიტიკური და ეკონომიკური ვალდებულებების შეფასება;
პროფესიული ცოდნა

საზოგადოებრივი მეცნიერებების საფუძვლები და ძირითადი ცნებები:

  • საზოგადოებრივი მეცნიერებების ძირითადი საგანი და კვლევის ასპექტები;
  • პიროვნებისა და საზოგადოების განვითარების ძირითადი კანონზომიერებები;
  • კულტურის არსი, რაობა და მისი მრავალფეროვნება;
  • რელიგია, როგორც კულტურული ფენომენი;

საზოგადოებრივ მეცნიერებებში გამოყენებული ძირითადი მეთოდები

  • მსჯელობა - ფაქტი და მოსაზრება;
  • ანალიზი (მიზეზ-შედეგობრივი, შედარებითი, სიტუაციური);
  • სოციალური სტატისტიკა და ანალიზი;
  • კვლევის რაოდენობრივი და თვისებრივი მეთოდები.
ადამიანის უფლებები და თავისუფლებები

  • ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების საფუძვლები;
  •  ადამიანის უფლებების განვითარების ძირითადი ისტორიული ეტაპები;
  • უფლებებისა და თავისუფლებების არსი;
  • ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების კლასიფიკაცია;
  • ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების განმსაზღვრელი ფუძემდებლური დოკუმენტები.

 კონფლიქტი და მშვიდობის მშენებლობა

  • კონფლიქტი: მისი მართვა, გადაჭრა, ტრანსფორმაცია, კონფლიქტის ანალიზის ტექნიკები;
  • კონფლიქტურ სიტუაციაში ქცევის სტრატეგიები და ტიპები;
  • მშვიდობა, როგორც პროცესი – მისი არსი და სწავლების სტრატეგიები;
  • ფორმალური და არაფორმალური სამშვიდობო განათლება.
მშვიდობიანი თანაარსებობა და მრავალფეროვანი გარემო

  • უმრავლესობა, უმცირესობები, მოწყვლადი ჯგუფები;
  • თანასწორობა და დისკრიმინაცია;
  • ინტეგრაცია და ასიმილაცია;
  • სტერეოტიპები;
  • ტოლერანტობა: მისი არსი და განზომილებები.

დემოკრატიის არსი და მისი ძირითადი ინსტიტუტები

  • დემოკრატიის მიზნები, ღირებულებათა საფუძვლები და პრინციპები;
  • დემოკრატიის განვითარების ძირითადი ისტორიული ეტაპები;
  • დემოკრატიული ინსტიტუტები და მათი მნიშვნელობა საზოგადოების განვითარებაში.
ძირითადი საზოგადოებრივი ინსტიტუტები და მათი ურთიერთქმედება

  • საზოგადოებრივი ინტერესები და სამოქალაქო საზოგადოება;
  • საზოგადოებრივი ინსტიტუტები და სისტემები;
  • სამოქალაქო საზოგადოების ძირითადი კომპონენტები: არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია, ინტერესთა ჯგუფები და არაფორმალური საზოგადოებრივი გაერთიანებები;
  • სამოქალაქო მონაწილეობა.
მოქალაქეობა და მისი ასპექტები

  • მოქალაქეების სოციალური როლები;
  • მოქალაქის უფლებები, მოვალეობები და პასუხისმგებლობა;
  • მოქალაქის როლი ქვეყნის დემოკრატიაში;
  • საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მოქალაქის ინფორმირებული, დაფიქრებული და ეფექტური მონაწილეობის ფორმები.
  • სახელმწიფოს კონსტიტუციური დემოკრატიის ჯანსაღი ფუნქციონირების ხელშეწყობა.
გლობალური პრობლემები და მისი მოგვარების გზები

  • სოციალური დაავადებები – ალკოჰოლიზმი და ნარკომანია;
  • არასრულწლოვანთა დამნაშავეობა;
  • განათლება და მისი ხელმისაწვდომობა;
  • დევნილები და ლტოლვილები;
  • სიღარიბე და მისი დაძლევის გზები;
  • მდგრადი განვითარება და მისი ასპექტები;
  • არათანაბარი განვითარება და კორუფცია;
  • ტრეფიკინგი;
  • სახელმწიფოს ძლიერების თანამედროვე მახასიათებლები და გლობალიზაცია;
  • საერთაშორისო სახელმწიფოთაშორისი და არასამთავრობო ორგანიზაციები. საქართველოს ურთიერთობების პრინციპები მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან;
სახელმწიფოსა და სამართლის განვითარების ძირითადი თეორიები

  • მმართველობა და თვითმმართველობა;
  • ძირითადი პოლიტიკური თეორიები და მათი არსი;
  • სახელმწიფოს ნიშნები, ფუნქციები, მოწყობა;
  • სახელმწიფოს ტიპები: მმართველობის ფორმები, საზოგადოებრივი წესწყობილება და პოლიტიკური რეჟიმები;
  • სამართლებრივი სახელმწიფო და მისი მახასიათებლები;
  • კანონის უზენაესობა და კანონიერება;
  • სამართლებრივი კულტურა;
  • საერთაშორისო სამართალის სახეები (ჰუმანიტარული, სისხლის სამართალი, გარემოსდაცვითი, ადამიანის უფლებების, შრომის და ა.შ.) და მისი მნიშვნელობა;
  • საქართველოში სახელმწიფოს განვითარების ძირითადი ეტაპები;
  • საქართველოს სახელმწიფოს კანონმდებლობა და მისი კავშირი საერთაშორისო სამართალთან (საქართველოს კონსტიტუცია და მისი ძირითადი პრინციპები).
ეკონომიკის ძირითადი ცნებები, კატეგორიები და თეორიები

  •  ძირითადი ეკონომიკური სისტემები;
  • ბაზრები და მათი ტიპები;
  • ფული და მისი ფუნქციები;
  • ეკონომიკური საქმიანობა, ბიზნესის ფორმები, ორგანიზება და დაფინანსება;
  • კეთილდღეობის არსი და მნიშვნელობა;
  • საზოგადოებრივი სარგებლობის საქონელი და მომსახურება;
  • სოციალურ-ეკონომიკური უსაფრთხოება და პოლიტიკა;
  • პროფესიონალიზმი და ცოდნის ეკონომიკა;
  • ეკონომიკური გარემო;
  • სახელმწიფოს ეკონომიკური ფუნქციები.

მასალების მოძიება შეგიძლიათ სამოქალაქო განათლების სასკოლო წიგნებში, ასევე მეტი ინფორმაციის სანახავად იხილეთ ბმული. 

იხილეთ 2019 წლის გამოცდის ტესტი.

იხილეთ შეფასების სქემა და სწორი პასუხები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203