ერგეს სკოლაში გამართულ ძალოსნობის ჩემპიონატში 50 მოსწავლე მონაწილეობდა
20-06-2017
ერგეს სკოლაში სასკოლო ჩემპიონატი ჩატარდა ძალოსნობაში - ატაცში. 

ჩემპიონატში სხვადასხვა წონით კატეგორიაში 50 მოსწავლე მონაწილეობდა. გამარჯვებულებს სიგელები გადაეცათ.

ერგეს სკოლის დირექტორი ნუგზარ ზოსიძე მოსწავლეებს ულოცავს გამარჯვებას და მომავალშიც წარმატებებს უსურვებს:
  
''წარმატებები ჩვენო მოსწავლეებო. მჯერა, რომ თქვენი სახით გულიანი ქართველები იზრდებიან, თქვენი სახით საქართველოს მსოფლიო ჩემპიონები ეზრდება'', - აღნიშნა ნუგზარ ზოსიძემ.

ჩემპიონატს სკოლის სპორტის პედაგოგი, სპორტის დამსახურებული მოღვაწე ქაზიმ ქავთარაძე ხელმძღვანელობდა. მისი აღზრდილია ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის პრიზიორი ატაცში (62 კგ.) არჩილ მალაყმაძე.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203