პროფესიული განათლების დიპლომი ევროკავშირისა და ევროსაბჭოს დირექტივებთან შესაბამისობაშია
28-01-2020
განათლების ხარისხის გავნითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით პროფესიული განათლების დიპლომი ევროკავშირისა და ევროსაბჭოს დირექტივებთან შესაბამისობაში მოვიდა.

ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში შემუშავდა პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - დიპლომის დანართის ფორმა, რომელიც შესაბამისობაში მოდის ევროკავშირისა და ევროსაბჭოს დირექტივებთან. დანართი წარმოადგენს დიპლომის/სერტიფიკატის დანამატ დოკუმენტს და მასში დეტალურად არის აღწერილი პროფესიული განათლების დიპლომის/სერტიფიკატის მფლობელი პირის მიერ გამომუშავებული უნარები და კომპეტენციები. დანართი ივსება კვალიფიკაციის გამცემი უფლებამოსილი ორგანოს მიერ.

დოკუმენტის შინაარსის ერთიანი გაგების უზრუნველსაყოფად, სერტიფიკატის დანართის ფორმის შევსებისას აუცილებელია შევსების წესების დაცვა.

პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - დიპლომის დანართის შევსების პრინციპებთან დაკავშირებით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებები.

შეხვედრაზე დამსწრე პირებს დიპლომის დანართის შევსების თაობაზე მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203