მიხეილ აფხაზავა - ლანჩხუთის მესამე სკოლის მოსწავლემ 10 წლამდე ჭაბუკ მოჭადრაკეთა ჩემპიონატში საპრიზო ადგილი დაიკავა
21-06-2017
საქართველოს პირველი ლიგის დასავლეთ ზონის 10 წლამდე ჭაბუკ მოჭადრაკეთა ჩემპიონატში ლანჩხუთის მესამე სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლემ მიხეილ აფხაზავამ მესამე ადგილი დაიკავა.

როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, მიხეილ აფხაზავა ბეჯითი მოსწავლეა:

"მიხეილი ბეჯითი მოსწავლეა, მოწესრიგებული და შრომისმოყვარე. ვულოცავთ მიღწეულ წარმატებას და მომავალშიც წარმატებებს ვუსურვებთ."

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203